Digest Logo

„თუ ამ დღეს ვინმეს დაეხმარებით, მაშინ სამყარო დაგიბრუნებთ კეთილ კარმას“ - რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე წარმატებული

1679306194
კოსმოსი - სამყარო

ასტროლოგები ასახელებენ, როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, რომელი დღეები იქნება ყველაზე წარმატებული და როდის უნდა ვიყოთ შედარებით ფრთხილად:

🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

20 მარტი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და გაბედული იდეების განხორციელებისათვის იდეალურია. გექნებათ მოტივაცია, რომ რაღაცების შეცვლა დაიწყოთ და სანუკვარი ოცნებებისაკენ ერთი ნაბიჯი გადადგათ. თუ ამ დღეს ვინმე დახმარებისთვის მოგმართავთ და თქვენ მას დაეხმარებით, მაშინ სამყაროსგან კარმულად დაგიბრუნდებათ კეთილი და იღბლიანი საქმეები.

21 მარტი

ეს დღე კრეატიული და შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის შესანიშნავია. თუ დიდი ხანია, რაიმე ხელსაქმის წამოწყებას გეგმავდით, გსურდათ, რომელიმე კურსსა და მასტერკლასზე დასწრება, აუცილებლად დაიწყეთ. ამ დღის ენერგია წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ და დიდ შედეგსაც მოგიტანთ.

22 მარტი

ეს დღე საკმაოდ ემოციურია და შესაძლოა, მოულოდნელად, იმ განცდებმა და გრძნობებმა შეგახსენოთ თავი, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავთ და ტკივილს განიჭებთ. ნუ ინერვიულებთ. ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო მოვიდა და წარსულში დატოვებულ ადამიანებსა თუ ემოციებს სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ.

23 მარტი

თქვენი ძალისხმევა, შრომისმოყვარეობა და თავდადება შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ამ დღეს ნახავთ, რომ მცდელობები დაგიფასდათ. ეს კი კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ, რომ წარმატების მიღწევა განაგრძოთ. თუმცა, ჯობს, საკუთარი თავი არ უგულებელყოთ და დამღლელი პერიოდის შემდეგ, კარგად დასვენების შესაძლებლობა მისცეთ.

24 მარტი

უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლილებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი გადადება არ ღირს, განსაკუთრებით კი ამ დღეს. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, ამ დღისთვის დაგეგმეთ, რადგანაც უფრო დიდი შანსია, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

25 მარტი

ეს დღე საკუთარ თავთან ჩაღრმავებისა და ემოციების გაანალიზების დღეა. გარკვეული ტიპის შესვენება იმის გასარკვევად, სწორ გზაზე ვდგავართ, თუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებს გადააფასებთ და სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავთ.

26 მარტი

ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის დადებითი დღე გაიხსენოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იყო და სამყაროს მიმართ მადლიერება გამოხატოთ. დატოვეთ ნეგატიური ემოციები წარსულში და ახალი თავგადასავლებისთვის მოემზადეთ. სამყარო თქვენს მადლიერებასა და მცდელობას აუცილებლად დააფასებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ტურიკა კარგად იქნება. ბოლო-ბოლო ეგეთები გადაუტანია?! მე ის უფრო მაფიქრიანებს, თქვენ რა გეშველებათ“ - დავით გორგილაძე

🔵„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის - ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ - მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

🔵„მთავარი ფავორიტი ხართ - ახლა ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს

წყარო: www.beaumonde.ge