Digest Logo

„თუ გულის ყურით მოუსმენ და წრფელი გულით დააკვირდებით, ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება ღიმილის მიზეზი“ - რას წერს თამარ კვარაცხელია

1766925432
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის მოძებნით ღიმილის მიზეზს თუ გულის ყურით მოუსმენთ და წრფელი გულით დააკვირდებით მოვლენებს:

„ყოველი დღის პატარ-პატარა სიხარულები დიდი ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა - როგორც სანთლები ბნელ ოთახში: ცალ-ცალკე სუსტია, მაგრამ ერთად სიბნელეს ანათებს.

როგორც თბილი „ფეჩი“ ზამთრის სუსხიან დილას - თითქოს უბრალოა, მაგრამ სულს ათბობს.  

თუ გულის ყურით მოუსმენ და წრფელი გულით დააკვირდებით, ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება ღიმილის მიზეზი:  ხან მზის სხივია ფანჯარაზე ათამასებული, ხან ჯადოსნურად მოფარფატე თოვლის ფიფქები, ხან ჩუმი სიტყვა სწორ დროს ნათქვამი, ხანაც უბრალო „აქ ვარ“ გამოძახილი, რომელიც ბევრს ამბობს.

მთავარია, დავინახოთ ისე, როგორც ვარსკვლავს ხედავს ის, ვინც ცას უყურებს და არა მიწაზე ტალახს“, - წერს თამარ კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ილუზიებში გადავარდნის დრო არ არის, ყველა ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული“ - 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

„ნუ გახდებით სხვისი თვალის და პროვინციალიზმის მსხვერპლი - ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი“ - ლევან შელეგია

🎥 როგორი სუფრით უნდა შევხვდეთ ცხენის წელის დადგომას? - მიხეილ ცაგარელის რჩევები