11 სექტემბერს ცაზე ახალი მთვარე გამოჩნდება - ასტროლოგები ამ პერიოდს ახალი ეტაპის დასაწყისად, ჩანაფიქრების რეალიზაციისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საუკეთესო შანსად მიიჩნევენ.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:
„გვიახლოვდება 11 სექტემბრის ახალმთვარეობა, რომელზედაც მიმდინარე პოსტში ვისაუბრებ:
11 სექტემბერს, თბილისის დროით, 07:27 საათზე გვექნება ახალმთვარეობა ქალწულის ზოდიაქოს 18°25’ გრადუსზე.
როგორც მოგეხსენებათ, ახალმთვარეობისას დღის და ღამის მანათობლები ერთსა და იმავე ნიშანში იყრიან თავს და იწყება ათვლის ახალი ციკლი.
ქალწული უკავშირდება მიწის სტიქიას, მუტაბელური ფენის წარმომადგენელია, რომელიც მართავს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ რუტინას, სამუშაოსა და პასუხისმგებლობებს.
ქალწული ესაა პრაქტიკოსი. გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით, შეფასებითა და დახვეწილი მანევრირებით. დეტალები, დაკვირვება და სიზუსტე ეს სწორედ მისი თვალსაწიერია.
პიკის დროს გვექნება საკმაოდ კარგი სექსტილი პლანეტა მარსთან, რაც ხელს შეუწყობს ბევრი ადამიანის გამოჯანმრთელებას, საქმეებში პროგრესის მიღწევას და დაწინაურებას.
მარსი კირჩხიბში საზღვრებს აწესებს ოჯახურ გარემოში, ასევე საქმიანი წამოწყების მომენტებში და ემოციურ ნიადაგზეც.
ამიტომ, ეს სექსტილი ამ საკითხებს შეეხება, თითქმის, თვის ბოლომდე და ბევრი ადამიანის ცხოვრებაში საგულისხმო კონტურები გამოიყოფა.
ეცადეთ და დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ქალწული მომენტებში საკმაოდ მშფოთვარე და მღელვარეა, განსაკუთრებით ქაოსის დროს.
დრო ძალიან კარგია სამედიცინო პროფილაქტიკისთვის, სამსახურებრივი წესრიგისთვის, რეჟიმის შეცვლისა და ემოციური პრობლემების გადაწყვეტისთვის.
არ დარჩეთ მხოლოდ ფიქრებში, ეცადეთ რომ იმოქმედოთ!
ვისაც პირად რუკებში და კუთხის სახლებში გყავთ 14-15 გრადუსიდან 21-22 გრადუსამდე პლანეტები, თქვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი პერიოდიც იყოს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
⭕ სანდრო მამუკელაშვილი – „მოუთმენლად ველი დონჩიჩის გვერდით მოედანზე გასვლას“