
„ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს, მაგრამ საინტერესოა ვინ როგორ ხარჯავს! ყველაზე დიდი მხარჯველები ცეცხლის და ჰაერის სტიქიის ნიშნები არიან (ტყუპები, სასწორი, მერწყული, ლომი, ვერძი და მშვილდოსანი).
წინ გვაქვს ზაფხული, რა საკვირველია, ყველა დახარჯავს ფულს ისე როგორც მას სურს, მაგრამ გავიგოთ ვინ როგორი მხარჯველია და საიდან აქვს საშუალება ივლისი-აგვისტოში, რომ მოიპოვოს თანხები“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.
ზოდიაქოს ნიშნები და ფინანსები ზაფხულის თვეში
♈ ვერძი - კარგი შანსები აქვთ კულტურულ-გასართობ სფეროსთან საურთიერთოდ. მაგალითად: რესტორანი, კაზინო, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საიდანაც შემოგივათ დიდი რაოდენობის ფული. თუმცა თქვენ ის ნიშანი ხართ, როცა გასავალი ყოველთვის მეტია, ვიდრე შემოსავალი.
♉ კურო - ძალიან ყაირათიანი მხარჯველია, ტყუილად კაპიკს ვერ გააგდებინებ. ფული ყოველთვის აქვს გადადებული შავ დღეზე, ბიზნესზე და სიამოვნებაზე. კარგი შანსები გაქვთ სასტუმროების ბიზნესში, ან უძრავი ქონება და მისი გაქირავება.
♊ ტყუპები - უდავოდ უყაირათო მხარჯველია, უყვარს ეს მომენტი, სიამოვნებას იღებს. უახლოესი ერთი წლის მთავარი ფავორიტი ხართ, რის გამოც გენერატორი ხართ იდეებისა. ბიზნესს სფეროში, სავაჭრო სფეროში, კომერციული ვაჭრობისთვის კარგი პერიოდია. ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებთ ძალიან დიდი თანხების მიღებას.
♋ კირჩხიბი - რთული პერიოდი გაქვთ, დაბადების წინა პერიოდი. 20 ივნისიდან დაიწყება თქვენი დრო, როგორც კი მზე თქვენს ნიშანში გადმოინაცვლებს. შესაბამისად, ფინანსური კუთხითაც სასიკეთო ცვლილებები დაიწყება. ივლისი თქვენი თვეა, არ ნახული შანსები გაქვთ მოიპოვოთ ფინანსები სასტუმროების ბიზნესში, გასართობ ინდუსტრიაში, რესტორნის ბიზნესში, ტურისტულ სფეროშიც.
♌ ლომი - ყველაზე დიდი მხარჯველი, მაგრამ არ იყიდის უბრალო რაღაცას. თქვენ ყიდულობთ მხოლოდ ბრენდებს, რის გამოც ბევრ ფულს ხარჯავთ. ივლისი რთული გექნებათ, ამიტომ ბიზნესს სფეროებში ნუ გარისკავთ. ფინანსური შემოსავლები, ბონუსები, პრემიები გექნებათ 15 ივლისის შემდეგ.
♍ ქალწული - წუწურაქი ნიშანია, ყველაფერი აქვს დათვლილი. ყოველთვის აქვთ არ ნახული შემოსავალი. იციან რაში ჩადონ თანხები და როგორ მიიღონ ფინანსები. კვებასთან დაკავშირებული ბიზნესები იქნება წარმატებული.
♏ სასწორი - უყაირათო მხარჯველია, მისთვის ხარჯვის ესთეტიკური მხარეა მნიშვნელოვანი. ბუნებით დიზაინერები არიან. თუ საშუალება გაქვთ მგზავრობა-მოგზაურობისთვის, იქ შეძლებთ კარგი პარტნიორული ურთიერთობები ჩამოუყალიბდეს ბიზნესში, რომელიც საკმაოდ კარგ ფინანსებს მოგიტანთ.
♏ მორიელი - ტყუილად არაფერს ხარჯავს! თუ აუცილებელია, დახარჯავს! მაგრამ არასდროს იზამს იმდენს, რომ საჩუქრებით პარტნიორი გაატუტუცოს. ტრადიციულად კარგად შოულობენ ფულს, სახლიც, მანქანაც და ყველაფერი აქვთ.
♐ მშვილდოსანი - წელს ძალიან კარგი შანსები გაქვთ პარტნიორულ თანამშრომლობაში, ხელოვნების სფეროში, სავაჭრო სფეროში - აქედან მოგივათ ფინანსები ივნისში და აგვისტოში.
♑ თხის რქა - ზუსტად იცის რაში დახარჯოს თანხა. ზედმეტს არასდროს ხარჯავს, მილიარდერიც რომ იყოს. ზოგიერთისთვის წუწურაქიც კი. წარმატების შანსები გაქვთ ივლისში, რესტორნების, სასტუმროების, საინჟინრო, არქიტექტურის სფეროებში.
♒ მერწყული - უყაირათოა, ახარჯინე ფული ტექნოლოგიებში. ფინანსური კუთხით წარმატების შანსები გაქვთ ივნისში, ლატარიებში მოიგებთ, ბონუსები და პრემიებიც შემოგივათ. ძალიან კარგი პროგრამისტები ხართ, საიდანაც ძალიან ბევრ ფულს ნახავთ.
♓ თევზები - ძირითადი ხარჯვის პრინციპი მიდის ხელოვნებაში. კარგი ბიზნესს ალღო გაქვთ. სასტუმროების სფეროში კარგი შანსები გაქვთ, კომერციულ საქმეებში, კონცერტებში, ვაჭრობაში, მშენებლობაში იშოვით ბევრ ფულს!
აგრეთვე დაგაინტერესებთ: