Digest Logo

🎥 „ენგურს გაღმა ვინც მოისმენს ამ სიმღერებს, ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს“ - „ბრავო რექორდსმა“ აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

1718265781
ზაზა შენგელია

„ერთ სიმღერას ვმღერით“, - ეს არის სახელწოდება აფხაზურენოვანი მუსიკალური ალბომისა, რომელიც „ბრავო რექორდსმა“ გამოუშვა. პროექტი აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს პოსტკონფლიქტური კულტურული ურთიერთობების აღდგენას და გაღრმავებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე მოსმენადი და პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტები შეირჩა და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებები გაკეთდა.

ამ თემაზე „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ ისაუბრა.

დაახლოებით 10 წელია ვფიქრობდი ამ პროექტზე, რომელიც საკმაოდ რთულია გასაკეთებლად. მოითხოვს ჩართულობას, დაძაბვას, კუმულაციას, მიბმულია ძალიან ბევრ პრობლემასთან. 

ავიღეთ თანამედროვე რეპერტუარი, რადგან გვინდოდა მეტი წვდომა მომხდარიყო ახალგაზრდულ აუდიტორიაზე. 

დარწმუნებული ვარ, ენგურს გაღმა ვინც მოისმენს ამ სიმღერებს, ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს“, - ამბობს ზაზა შენგელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „როდესაც მუსიკა ძალიან გიყვარს, ეს ყველაფერი ნატურალურად მოდის“ - გაიცანით, 11 წლის მევიოლინე, რომელმაც უამრავ კონკურსში გაიმარჯვა

🎥 რა ფუნქცია აკისრია კალიუმს ჩვენს ორგანიზმში - აუცილებელი ინფორმაცია რაც აღნიშნულ მინერალზე უნდა იცოდეთ!

„შეგიძლიათ ფული გასცეთ, იმ განცდით, რომ ემშვიდობებით ყველანაირ ფინანსურ პრობლემას“ - 13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი