Digest Logo

„თუ კი რამ შეცდომა დავუშვი და უსიამოვნება შემემთხვა ცხოვრებაში, სულ ჩემი პროვოცირებული ყოფილა...“ - გიორგი ჯაჯანიძე

1724234520
 გიორგი ჯაჯანიძე

ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური - ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გიორგი ჯაჯანიძეს, რომელსაც ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „სხვა რაკურსი“აქვს და მისი წამყვანია. 

იგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს სხვადასხვა თემაზე და საზოგადოებას რჩევებსაც უზიარებს. 

ამჯერად ტელეწამყვანი, წერს თუ როგორ გაატარა შვებულების დღეები. 

„უამრავი ფიქრის დრო მქონდა შვებულების დროს. დავისვენე იდეალურად, მარტო, ჩემთვის.

მეძინა, ვჭამდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვკითხულობდი, ვსტუმრობდი სოცქსელს ცოტა ხნით, ერთი ორჯერ თვალებ ღიაც მეძინა და გავერთე ჩემებურად მარტო, ისე როგორც მე მიხაროდა.

მენატრებოდა ზოგიერთი მეგობარი, მაგრამ არ ვეკონტაქტებოდი, თავს არ ვიწუხებდი, მათ იციან ჩემი ხასიათი და ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ.

ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავიგე თავიდან და ბევრი რამ ვისწავლე.

კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ ჭეშმარიტება მცირედშია და აწმყოდან წერილები მივწერე მომავალს.

დავალაგე წიგნები, გადავახარისხე არქივი, დალაგებისას ვიპოვე 12 ასფურცლიანი რვეული (ადრე ასეთი რვეულები გამოდიოდა) ჩანაწერები, თუკი რამე წამიკითხავს ადრე და აზრები მომწონებია, ვაკონსპექტებდი თურმე.
საერთოდ არ მახსოვდა, ძალიან გამიხარდა და ჩავუჯექი.

ახლა მივხვდი რა დალექილა ჩემს გონებაში და რატომ ვარ ასეთი, როგორიც ვარ, ახლა მივხვდი რას ნიშნავს წაკითხულის გააზრება, თუმცა ახლა უფრო ღრმად გავიაზრე, რომ დავბადებულვარ სიყვარულისთვის.

თუ კი რამ შეცდომა დავუშვი და უსიამოვნება შემემთხვა ცხოვრებაში, სულ ჩემი პროვოცირებული ყოფილა, უნებლიეთ ან დაუფიქრებლობის გამო.

აუცილებლად გამოვსწორდები, მთავარია მივხვდი. მალე შვებულება დამთავრდება, დაიწყება თავდაუზოგავი შრომა, ეს ჩემი სურვილია და იმიტომ ვშრომობ, მიყვარს ჩემი საქმე და მიყვარს ჩემი მაყურებელი.

არ მაწუხებს თუ ვინმეს არ ვუყვარვარ. მაწუხებს თუ ვინმეს ვაღიზიანებ და აგრესიას ვიწვევ.

კი არავის არაფერს ვუშავებ, მაგრამ არ მღებულობს, კაცია და გუნება. მალე ახალი სეზონი დაიწყება ,,იმედზე''

მალე ,,სხვა რაკურსი'' ისევ გააგრძელებს მუშაობას, ისევ ხუთშაბათს, ისევ, საღამოს 10 საათზე.
მე სიყვარულისთვის დავიბადე“, - გიორგი ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა“ - ლევან მაჭავარიანი

⭕WHO: მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის

⭕„პირველივე დღეებიდან აქტიურად გახლდათ ჩართული მის მუშაობაში“ - საპატრიარქო მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს