Digest Logo

„უარყოფითი ფიქრები და გაუცნობიერებელი შიშები ისხამენ ხორცს და იწვევენ საკმაოდ ხელშესახებ და რეალურ მოვლენებს...“ - როგორ გავარჩიოთ შიშები ნიშნებისგან

1769088850
შიშებიშიშები

როგორ გავარჩიოთ ჩვენი შიშები ნამდვილი ნიშნებისაგან? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი წერს, რომელსაც  Svart გრიმუარის სახელით იცნობენ. 

მისი თქმით, ძალიან ხშირად ჩვენი უარყოფითი ფიქრები და გაუცნობიერებელი შიშები ისხამენ ხორცს და იწვევენ საკმაოდ ხელშესახებ და რეალურ მოვლენებს, შეგრძნებებს, „ნიშნებს“:

„როგორ გავარჩიოთ ჩვენი შიშები ნამდვილი ნიშნებისაგან?

მართალია, სამყარო გამუდმებით გვაძლევს მინიშნებებს, გვიგზავნის შეტყობინებებს და ცდილობს, რომ რაღაც მიგვითითოს, მაგრამ იცოდით, რომ შიშსაც შეუძლია მატერიალიზება?

ძალიან ხშირად ჩვენი უარყოფითი ფიქრები და გაუცნობიერებელი შიშები ისხავენ ხორცს და იწვევენ საკმაოდ ხელშესახებ და რეალურ მოვლენებს, შეგრძნებებსა და "ნიშნებს" - თუმცა ეს ნიშნები ჭეშმარიტი ან სანდო როდია.

ყველა ნიშანი ნიშანი არ არის.

წარმოიდგინეთ, რომ ზოგჯერ ეს უბრალოდ ჩვენი შიშია, რომელმაც შეისხა ხორცი და მოგვევლინა სიმბოლური ან რაიმე საკრალური მინიშნების „კოსტიუმში გადაცმული“.

მსგავსად სამყაროს უმაღლესი ძალებისგან ან თქვენი პირადი მფარველებისგან წამოსული ნიშნებისა, შიშებსაც შეუძლიათ, რომ გამოიწვიონ გარკვეული სიმბოლური მოვლენები, სინქრონიზაციები და დამთხვევები, თუმცა განსხვავებით რეალური ნიშნებისაგან ისინი კი არ გეხმარებიან ან გითავისუფლებენ გზას, არამედ გატყვევებენ, გჭედავენ.

დიდი ალბათობით სწორედ შიშთან გაქვთ შეხება იმ შემთხვევაში:

თუ ყველა „ნიშანი“ ერთმანეთს წააგავს და ამასთანავე ადასტურებს ერთსა და იმავე სანერვიულო საკითხს.

თუ ეს „ნიშნები“ სიმშვიდისა და იმედის ნაცვლად გგვრიან მეტ შფოთვას, დაძაბულობასა და გაურკვევლობის განცდას.

თუ აბსოლუტურად ნეიტრალური და ღრმა მნიშვნელობის არმქონე მოვლენებიც კი გაშინებთ ან იწვევენ საფრთხის განცდას.

თუ ვეღარ აკვირდებით და ამჩნევთ რა ხდება და გადაერთეთ ყველაფრისათვის კითხვის დასმაზე „რატომ ხდება ეს?“, „რამეს ხომ არ უნდა ნიშნავდეს?“.

თუ მოვლენების ან განცდების ინტერპრეტაციას მეტად ემოციური ხასიათი აქვს და არა სიმბოლური.

საბოლოოდ ვერა და ვერ გაერკვიეთ, საკითხი, რომელიც გაწუხებთ ვერაფრით გახდა გამჭვირვალე და გასაგები, არამედ პირიქით - უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება და იწვევს კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და გამოფიტვას.

ჭეშმარიტი ნიშნები გაძლევენ მიმართულებას, ისინი ჩნდებიან მაშინ, როდესაც ეს ძალიან გჭირდება და ქაოსს კი არ ამრავლებენ, არამედ განახვებენ მასში გამოსავალს.

თუ შიშისაგან წამოსული "ნიშნები" მრავლდება და ამრავლებენ მათ ინტერპრეტაციებსა და ახსნებსაც, ჭეშმარიტი "ნიშნები" ცოტაა. შესაძლოა ეს იყოს მხოლოდ ერთი, მაგრამ საკმარისად ძლიერი ნიშანი იმისათვის, რომ აბსოლუტურად გასაგები იყოს რას ამბობს სამყარო.

როდესაც ღებულობ ნამდვილ ნიშანს ის მომენტალურად ხდის ყველაფერს გასაგებს და ახალ ახსნებსა და ნიშნებს აღარ ეძებ“, - წერს Svart გრიმუარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს მოხუცი პიდრილები, შეიგნეთ ერთი რამ ამ მელოტმა გეებმა, რომ...“ - რამ გააღიზიანა ლორენ მასხულია

🎥 „ჭეშმარიტება მოცემულია წინასწარ და ვსო, მეორე მხარეს არის „აღვირახსნილი“ ეგო, რომელიც ამბობს, რომ რეალობა არის ისეთი, როგორიც მე მინდა“ - რას ამბობს ანდრო დგებუაძე

🎥 „არსებობს ორი სამყარო, რუსთაველურ ხედვაში, რომ ორი ტიპია... რაც ვიცი იმას ვგრძნობ და მე ვარ ის, რაც გავიგე“ - ანდრო დგებუაძის ინტერვიუ