
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იუბილარია. იგი 25 წლის გახდა.
დაბადების დღე მისმა მეუღლემ, მოდელმა ელენე ეპიტაშვილმა სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტოებით მიულოცა და ქმარს ემოციური სიტყვები მიუძღვნა:
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო საუკეთესო, ცხოვრების სიყვარულო“, - წერს ელენე ეპიტაშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის „რკინის გუმბათი“ გიორგი მამარდაშვილი და მისი ოჯახი, ქართული საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი ოჯახია.
წყვილს 22 ნოემბერს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ენი დაარქვეს.
ასევე დაგაინტერესებთ: