Digest Logo

„იწვევს ტკიპა, კანზე აკეთებს ხვრელს, სადაც დებს კვერცხებს, ეწყებათ ქავილი და ტემპერატურის მატება“ - რა უნდა ვიცოდეთ მუნის შესახებ

1759123023
მავლინა ჯავახაძე

კანზე მოულოდნელად გაჩენილი წრიული ლაქები, გაღიზიანება და ქავილი ხშირად უბრალო ალერგიას გვაგონებს, თუმცა შესაძლოა საქმე „მუნთან“, ანუ სოკოვან ინფექციასთან გვქონდეს.

ეს გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემა ადვილად გადადის და მკურნალობის გარეშე შესაძლოა ფართოდ გავრცელდეს, ამიტომ მისი დროული ამოცნობა და პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორ ამოვიცნოთ მუნი, როგორია დაავადების ნიშნები და მახასიათებლები და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს - აღნიშნულ თემაზე ვრცლად აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა მავლინა ჯავახაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„ეს არის წმინდა დერმატოლოგიური პრობლემა, ეს კანის დაავადებაა, მაგრამ ასეთი პაციენტები ძალიან ხშირად ხვდებიან ინფექციონისტებთან. 

რატომღაც ტაბუდადებული თემაა და უჭირთ აღიარება, რომ ეს დაავადება აქვთ. თუ მიმართვა დროულად ხდება რამდენიმე დღეში რჩება ადამიანი. 

მუნი დაკავშირებულია ჰიგიენურ დარღვევასთან. 

შეიძლება პაციენტს 1-2 გამოხატულება ჰქონდეს მუნის, მუნს იწვევს ტკიპა, კანზე აკეთებს ხვრელს, სადაც დებს კვერცხებს. ეწყებათ ქავილი, უფრო მეტად ღამით. ქავილის შედეგად ვითარდება მეორადი ინფექცია, იმატებს ტემპერატურა“, - ამბობს მავლინა ჯავახაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„ეს ბავშვს აძლევს თავდაჯერებას, რომ შეუძლია კონფლიქტის გადაჭრა ძალადობის გარეშე“ - რატომ არის არასწორი მიდგომა „თუ დაგარტყამენ, შენც დაარტყი“

„მარტივად შეიძლება გახდეს შვილის ჯანსაღი, სწორი იდენტობის ჩამოყალიბების ხელის შემშლელი ფაქტორი“ - ლევან შელეგია „ვერტმფრენი მშობლების“ შესახებ