Digest Logo

„უნდა ჩამოწეროთ თქვენი ოცნებები, დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით წაიკითხოთ, რადგან იდეების რეალიზების უდიდესი შანსი არსებობს“ - მიხეილ ცაგარელი 21 ივნისის მზებუდობაზე 

1781982922
მიხეილ ცაგარელი

გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან კოსმოსურ მოვლენებზე ისაუბრა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დედამიწა ამჟამად უარყოფით ენერგოველშია, თუმცა წინ საკრალური და უმნიშვნელოვანესი პერიოდი გველოდება.

როგორც ასტროლოგი ამბობს, ტყუპების ნიშანში მომხდარი ახალმთვარეობის გამო, კირჩხიბები და ტყუპები განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან.

„კირჩხიბებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ მძიმეა, თუმცა,  მდგომარეობა ნელ-ნელა გადაივლის. 17-დან 27 ივნისამდე - წლის საუკეთესო პერიოდია! ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და დასრულება სწორედ ამ დღეებში უნდა მოასწროთ.

20 ივნისს - ასტეროიდი ქირონი კუროს ნიშანში გადადის, რაც სამყაროში ფინანსური სამართლიანობის პრინციპებს დაამკვიდრებს. 21 ივნისს (კვირას), 12:26 საათზე - მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის. ეს არის ზაფხულის მზებუდობა - საკრალური, პორტალური დღე, წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე“, - ამბობს ასტროლოგი.

ცაგარელის რჩევით, ამ დროს უნდა ჩამოწეროთ თქვენი ოცნებები, დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით წაიკითხოთ, რადგან იდეების რეალიზების უდიდესი შანსი არსებობს. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ მიაჩნდათ, რომ ხახვი ბოროტებასთან ბრძოლის ღვთაებრივ ძალას ფლობდა და რით ჰგავს ეს მცენარე ადამიანის სულს

⭕შეცვალე შენი რეალობა: მადლიერების პრაქტიკა, რომელიც ძილის წინ უნდა გააკეთოთ!

⭕სიცხე და შაკიკი - როგორ გვაქცევს ზაფხულის მზე თავის ტკივილის მძევლად?