ახლა ურანი ტყუპშია და აქვე გახდა პირველად რეტროგრადული - 2026 წლის 10 სექტემბრიდან 2027 წლის 8 თებერვლამდე.
ურანი დაკავშირებულია მკვეთრ ცვლილებებთან, თავისუფლების მოთხოვნასთან, ტექნოლოგიებთან, რევოლუციურ პროცესებთან.
ცვლილებები გველოდება იმ სფეროებში, რომლებსაც ტყუპი მართავს: ინფორმაცია, ინტერნეტი, განათლება, ტრანსპორტი, კომუნიკაცია.
შეიძლება შეიცვალოს ლოგისტიკა, სატრანსპორტო მიმოსვლა, იყავით ფრთხილი და დაკვირვებული საჭესთან. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ მგზავრობისას, ტრანსპორტთან, ბილეთებთან, საბუთებთან.
ზოგიერთს მოგინდებათ მიტოვებული სწავლის გაგრძელება, გარემოცვის შეცვლა.
ახლა კი უფრო დაწვრილებით:
10 სექტემბერსვე ჩვენი გონების მმართველი და კომუნიკაციის პლანეტა მერკური დიპლომატიურ და ჰარმონიულ სასწორში გადავიდა და დარჩება თვის ბოლომდე. კომუნიკაცია იქნება უფრო სასიამოვნო, მეგობრული. შესაძლებლობა მოგეცემათ, დრო გაატაროთ სასარგებლოდ და სასიამოვნოდ. გამოიყენეთ ეს დრო, რომ გააუმჯობესოთ კავშირი, გააბათ სასარგებლო ნაცნობობა.
ასტროლოგიური ციკლების მიხედვით, პიროვნების ცხოვრებაში, ურანი 42 წლის ასაკში (პლუს/მინუს 1-2 წელი) აქტიურდება. შუა ასაკის კრიზისი, როგორც მას უწოდებენ, რევოლუციური ურანის გამოა გამოწვეული. ამ ასაკში ადამიანს უნდება ცვლილებები, მეტი თავისუფლება, შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს პროფესია, იმიჯი, გაიჩინოს ახალი და უჩვეულო ჰობი, წავიდეს ემიგრაციაში, დაანგრიოს ოჯახი.
ვისზე იმოქმედებს რეტროგრადული ურანი ყველაზე მეტად? მათზე, ვისაც ტყუპის, ქალწულის, მშვილდოსნის და თევზების პირველ-მეათე გრადუსებში გყავთ პირადი პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები.
ახლა კი ვნახოთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება რეტროგრადული ურანის დროს. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი: ურანი რეტროგრადული ხდება თქვენი ინფორმაციის, სწავლის, საბუთების, გადაადგილების სფეროში. შეიძლება დაუბრუნდეთ სწავლას, გადახედოთ კომუნიკაციას გარშემო მყოფებთან, შეიცვალოთ მარშრუტი. საშუალება მოგეცემათ, დაუბრუნდეთ და გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები.
კურო: აქტიურდება თქვენი ფულის, რესურსების, ღირებულებების სფერო. გააქტიურდებით, რომ გაიჩინოთ შემოსავლის დამატებით ან ახალი წყარო, გადახედავთ ხარჯს. ზოგიერთი დაიწყებთ თქვენი ცოდნის მონეტიზაციას. ყოველ შემთხვევაში, ურანი მოგცემთ შემოსავლის არასტანდარტულ მეთოდს, ან უჩვეულო წყაროს.
ტყუპი: ჩემო საყვარელო ტყუპებო, ისედაც გიყვართ ცვლილებები და სიახლეები და ახლა კიდევ უფრო მოგინდებათ რაღაც უჩვეულოს მოსინჯვა, ექსპერიმენტები. შეიძლება მოგინდეთ, რომ შეიცვალოთ გარეგნობა, იმიჯი, პროფესია, საცხოვრებელი, ცხოვრების სტილი. ახლა შეგიძლიათ მოსინჯოთ, სცადოთ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, დაელოდეთ, ურანი სვლას როცა გაასწორებს და მერე გააქტიურდით.
კირჩხიბი: არა გარეგნული, არამედ შინაგანი ცვლილებები გელოდებათ. უნდა გათავისუფლდეთ შინაგანი ბლოკებისა და შიშებისგან. შეიძლება გააკეთოთ რამე ორიგინალური სხვებისგან ფარულად. ან შეიძლება რაღაც აღმოჩენებს მიაგნოთ მოულოდნელად.
ლომი: მეგობრების, ჯგუფების, სამომავლო გეგმების გადახედვა მოგიწევთ. უნდა გადახედოთ ადრე მიღებულ შემოთავაზებებს. მიხვდებით, ვისთან უნდა გააგრძელოთ მეგობრობა და ვის მშვიდად დაშორდეთ. რომელი გეგმა და გუნდია პერსპექტიული და რომელი უნდა დაივიწყოთ. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ პროექტს ან განაახლოთ მეგობრობა მივიწყებულ ადამიანთან.
ქალწული: გადახედეთ თქვენს კარიერას, სტატუსს, პროფესიულ რეალიზაციას, დამოკიდებულებას უფროსობასთან. შეიძლება შეგეცვალოთ თანამდებობა, გადახვიდეთ მუშაობის ახალ ფორმატზე.
სასწორი: ცვლილებები გელოდებათ უცხოეთის, უმაღლესში სწავლის თემებში. შეიძლება შეგეცვალოთ მსოფლმხედველობა. გადახედეთ თქვენს იდეებს, შეიძლება საჭირო გახდეს რამის შეცვლა, გაუმჯობესება.
მორიელი: გადახედეთ მემკვიდრეობის, კრედიტების, პარტნიორთან საერთო ფინანსების, ფულის დაბანდების საკითხებს. მოგინდებათ ზოგიერთისგან გათავისუფლება, მატერიალური დამოუკიდებლობის მოპოვება.
მშვილდოსანი: პარტნიორობის, ქორწინების, კლიენტებთან ურთიერთობის ფორმატს უნდა გადახედოთ. სანამ ურანი სვლას არ გაასწორებს, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას, ქორწინების ან საქმიან პარტნიორის მიმართ. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული მომსახურების სფეროსთან, შეიძლება დაგიბრუნდნენ ძველი კლიენტები.
თხის რქა: ურანი გაგიაქტიურებთ ყოველდღიური რუტინის, ვალდებულებების, სამსახურისა და ჯანმრთელობის სფეროს. შეიძლება ცვლილებები უნდა შეიტანოთ მუშაობაში, ან დანერგოთ აიტიტექნოლოგიები. ზოგიერთმა კი არატრადიციული მედიცინა მოსინჯოთ. ზოგიერთს ცვლილებები გელოდებათ გრაფიკში, ან ახალი ინსტრუმენტების ათვისება მოგიწევთ.
მერწყული: ბავშვების თემაში, შემოქმედებაში და სიამოვნების მიღებაში სიახლეები, განახლება მოგინდებათ. შეიძლება დაიწყოთ ორიგინალური იდეების განხორციელება ან გადახედოთ ძველ გეგმებს. ზოგიერთმა შეიძლება შვილის გაჩენის მეთოდად ხელოვნური განაყოფიერება მოსინჯოთ.
თევზები: სიახლეები და რაღაც ორიგინალურობა გელოდებათ სახლის, უძრავი ქონების სფეროში. შეიძლება მკვეთრად შეიცვალოთ საცხოვრებელი ან შეიძინოთ და გამოიყენოთ თანამედროვე ტექნიკა. შეიძლება შეიცვალოს სახლის, ოჯახის ფორმატი, უფრო თავისუფალი და თქვენზე მორგებული გახდეს.
ურანი ტყუპში იქნება კიდევ მრავალი წელი და შესაბამისად ეს თემები, თუმცა, ახლა, როცა ურანი რეტროგრადულია, უნდა გადახედოთ მათ, ზოგი შეცვალოთ, გადააკეთოთ ან გააუმჯობესოთ და როცა ურანი სვლას გაასწორებს, მერე უკვე აქტიურ ქმედებაზე გადახვიდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ: