Digest Logo

„გამორჩეული, პასუხისმგებლობიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი...“ - ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1789383857
დაღუპული ბიჭი

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

ტრაგიკულად დაიღუპა მათი ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, საბა ბოლქვაძე:

„ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, საბა ბოლქვაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

საბა იყო გამორჩეული, პასუხისმგებლობიანი სტუდენტი და ღირსეული მეგობარი, რომელმაც თითოეულ ჩვენგანს წარუშლელი ხსოვნა დაუტოვა.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტების სახელით, ვუსამძიმრებთ საბას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში“, - წერია სამძიმრის წერილში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ახალი შესაძლებლობები და მოულოდნელი ცვლილებები - როგორი იქნება 14-20 სექტემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„ერთი წლის წინ, ბათუმიდან ჩამოგვისწრო, რა გეგონათ, უჩემოდ წახვიდოდით პირველ დღეს სკოლაშიო?“ - რას წერს სალომე ბაკურაძე

„ნუ აიკვიატებთ ცუდ აზრებს, არ ჩაიძიროთ ნეგატივში და თავს უსიამოვნო ფიქრებით ნუ დაიტანჯავთ“ - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე