
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 15 ივლისის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს:
„ეს დღე საკმაოდ ემოციურია. მიუხედავად იმისა, რომ გადავლილია სავსემთვარეობის ნეგატიური გავლენა (10-11 ივლისის შუალედი), 15 ივლისიც გარკვეულწილად რთულ დღედ უნდა ჩაითვალოს.
მთვარე თევზების ემოციურ ნიშანში მოძრაობს, რაც ადამიანებში ზრდის მგრძნობიარობას და ცვალებადობას. მთვარე უპირისპირდება მარსს (ქალწულის ნიშანში), ხოლო ორივე - კვადრატულ ასპექტებში არიან ვენერასთან, რაც ქმნიან დაძაბულ ასტროლოგიურ კონფიგურაციას „ტაუ-კვადრატს“.
ეს მიანიშნებს დაძაბულ სიტუაციებზე, კამათზე, ჩხუბზე და საერთოდ აგრესიულ რეაქციებზე. ამის თავიდან არიდება ცხადია მოთმინებითა და თავშეკავებით შეიძლება.
საერთოდ, ვენერა-მარსის კვადრატი ერთი მხრივ მიუთითებს შარმის გაძლიერებაზე, მომატებულ სექსუალურობაზე, თუმცა ის ასევე მიანიშნებს გარე ფაქტორების მიმართ გადაჭარბებულ გაღიზიანებულობაზე.
მთვარე - მარსის ოპოზიცია კი - პოტენციური აგრესია, მოუთმენლობა და იმპულსურობაა. ასე რომ, გადაჭარბებულმა კრიტიკულობამ და მოუთმენლობამ პარტნიორის, ოჯახის წევრის თუ საერთოდ, გარშემო მყოფების მიმართ შესაძლოა კონფლიქტს დაუდოს სათავე. ვენერა დადებით ასპექტს იღებს მერკურისგან, რაც ნიშნავს, რომ მიუხედავად დაძაბული სიტუაციებისა, გონივრული (რაციონალური) გადაწყვეტილების მიღება და ურთიერთობებში შექმნილი წინაღობების გადალახვა შესაძლებელი იქნება“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბუნებრივი სილამაზე“ - მანუ მურღულიას ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, შენობის ფასადის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა