Digest Logo

„ურთიერთობებში თქვენთან ცეცხლი დაინთება... შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაოჯახებას ეხება“ - რა გამოწვევები გველოდება ივლისში - ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან?

1720859078
სოფია ბზეკალავა

ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემა „შენი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით ივლისში საფუძველი ეყრება, საქმეებს რომლის შედეგსაც აგვისტოს ბოლოს დავინახავთ. ასევე სოფია ბზეკალავა ამბობს, რომ ამ თვეში ხდება მარსისა და ურანის შეერთება, რომელიც საინტერესო ტენდენციებს აყალიბებს. ასევე სოციალურ ეკონომიკურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

♈ვერძი

ვერძი ერთ ერთი მთავარი მოთამაშე იქნება ამ თვეში. ძირითადად დადებითი გავლენა ექნება  ივლისში მიმდინარე პროცესებს. შესაძლოა გამოგიჩნდეთ ახალი სამსახური, მეგობრები სფერო. ეს ყველაფერი იძლევა ახალი პერსპექტიული გამოცდილების დაგროვებას. წარმატებული იქნება სტარტაპერობა. შესაძლოა ემოციური გაცივების პერიოდიც გქონდეთ და კონკრეტული ადამიანები გაუფასურდნენ თქვენს თვალში. შესაძლოა სწრაფად მიიღოთ სტატუსი და ეს იყოს დაოჯახება. მოულოდნელი იქნება და ნუ შეშინდებით.

♉კურო

საშუალება გექნებათ გექნებათ გაცილებით მეტი შესაძლებლობის მქონე ადამიანით მოაგვაროთ პრობლემები. პასუხისმგებლობები უნდა გაინაწილოთ და პარტნიორს მიეცით საშუალება იზრუნოს თქვენზე. საუკეთესო პერიოდია წონაში კლებისა და ჯანმრთელობისთვის. თუ თქვენ გინდათ ვიზუალური ცვლილებები საუკეთესო დროა ამისთვის.

♊ტყუპები

გაკვირდებიან, შესაძლოა თქვენს ზურგს უკან ვიღაც სიურპრიზის სახით საჩუქარს ამზადებდეს. ასევე შეიძლება გაკვირდებოდეთ პოტენციური დამკვეთ რომელსაც მოსწონხართ სამსახურებრივი თანამშრომლობისთვის. თუ დაკვირვების ეტაპს კარგად გაივლით, შედეგს დაინახავთ აგვისტოში. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას.

♋კირჩხიბი

ყველაზე კარგი და დიდი გამოწვევა გაქვთ. შესაძლოა ბევრ ადამიანს სარგებელი მოუტანოთ და დახმარების ხელი გაუწოდოთ. ისეთი ურთიერთობები რომლებიც ჩიხში იყო შესული შესაძლოა გაუმჯობესდეს. ცვლილებებს უნდა აუწყოთ ფეხი. მხარი დაუჭირეთ თქვენს პარტნიორს.

♌ლომი

ცოტა სტრესის ეფექტი გექნებათ ივლისის თვეში სამსახურებრივი კუთხით. უკვე არსებული პროექტების არაგეგმური გადაგეგმვა მოგიწევთ. მოულოდნელი ცვლილებების არ შეგეშინდეთ, შეგიძლიათ წარმოაჩინოთ თავი პროფესიონალად. უნდა დაალაგოთ ურთიერთობა ნათესავებთან ფინანსური კუთხით.

♍ქალწული

სწრაფად მოგიწევთ გადაწყვეტილებების და პასუხისმგებლობების აღება. თქვენ უნდა მართოთ პროცესები. შეიძლება იყოს საკითხები რომლებიც სასწავლო პროცესებს ან მოგზაურობას მეგობრებთან ერთად ეხება. გამოცადეთ საკუთარი თავი ისეთ აქტივობაში, რომელიც აქამდე არ გიცდიათ. არ შეშინდეთ ყველაფერი გამოგივათ.

♎სასწორი

ურთიერთობებში თქვენთან ცეცხლი დაინთება. შეიძლება პირდაპირი გაგებით იყოს შანტაჟი თქვენს მიმართ. ისეთი ადამიანები, რომლებთანაც გგონიათ, რომ ურთიერთობა დაასრულეთ ისევ თავს იჩენენ. ასევე საქმე ეხება საერთო ფულს, კონტრაქტებსა და შეთანხმებებს. კომპრომისზე წასვლა მოგიწევთ პარტნიორთან. განსაკუთრებით ქალებს.

♏მორიელი

გიწევთ დაასრულოთ რაღაც ურთიერთობები საბოლოოდ, ან მოქნილი სვლების ხარჯზე ჩიხში შესული ურთიერთობები გადაავადოთ. შემდეგ მაინც მოგიწევთ ამ ყველაფრისთვის თვალებში ჩახედვა. ამიტომ თქვენზე არის დამოკიდებული ბევრი რამ. თუმცა გამოწვევები კარგად გაგრძელდება ბიზნესის და სტარტაპერობის კუთხით.

♐მშვილდოსანი

თქვენს ცხოვრებაში იქნება დიდი გადატვირთვა საქმიანი კუთხით, რომელიც რუტინას ეხება. გაგიჩნდებათ პრეტენზიები გუნდისა და კოლექტივის მიმართ, თუმცა დაზავებას შეძლებთ. გექნებათ გრძელვადიანი პროექტები რომელიც საინტერესოდ განვითარდება. აგვისტოს ბოლოს გეცოდინებათ შედეგი, რომელიც შეიძლება დადებითად დასრულდეს.

♑თხის რქა

ცოტა გაბრაზება მოგიწევთ და ზღვარზეც მიხვალთ. შესაძლოა შეიძინოთ საოცარი გამბედაობა, რომლითაც გარშემომყოფებს და პარტნიორებს გააკვირვებთ. არ უნდა დაიხიოთ უკან და უნდა მიიყვანოთ ყველაფერი ბოლომდე. პრინციპული სვლები, პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

♒მერწყული

გამბედაობის სიტუაცია ახლოვდება, ცეცხლი და ტემპერატურა მოიმატებს. შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი გადაწყვეტილებები და შეთავაზებები, რომლებიც დაოჯახებას და ურთიერთობებს ეხება. გეშინიათ ყველანაირი ოფიციალურობის. სიტუაცია დაგილაგდებათ, რისკზე წასვლა მოგიწევთ, მაგრამ დადებითი შედეგი გექნებათ. შეიძენთ ახალ უნარებსაც.

♓თევზები

ივლისის ბოლომდე მოგიწევთ ბევრი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება. ენერგია გაქვთ, თუმცა ისეთ სიტუაციებში დაბრუნდებით, რომლებიც წარსულში ვერ გაარკვიეთ. დაეჯახებით დიდ შიშებს, რომელიც მნიშვნელოვანი და თამამი გადაწყვეტილებების მიღებაში გიშლით ხელს. უნდა შეცვალოთ რაღაცები და გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან და ტოქსიკური ურთიერთობებისგან, რომელიც მეგობრებსაც ეხებათ.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგ ხასიათზე ვიყავი, რომ ვიცი მოვდივარ ნერვს ვერ ამიტოკებს... ხელზე იფურთხებს და ასე გადამიზილა თმაზე ხელი“ - რას ჰყვება გიორგი გველესიანი?

🎥 „ათ წუთიანი ვიდეოა და რვა წუთი ელოდებოდა კვარა...“ - რას ჰყვება გიორგი გველესიანი - როგორი რეაქცია ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას გელა ბარკალაიას ვიდეოზე?

🎥 „მადლობა, ზუკა“ - „ბორდო“ ზურიკო დავითაშვილს ვიდეოკოლაჟით ემშვიდობება