5 ნოემბერს სავსემთვარეობაა. მას სუპერმთვარესაც უწოდებენ. სუპერმთვარე წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ ჩნდება.
სავსე მთვარე მზისა და პლანეტა ურანის დაპირისპირების ნიშნის ქვეშ ხდება. ურანს ნერვიულობა და არაპროგნოზირებადობა მოაქვს. უახლოეს პერიოდში ბევრი ადამიანი ემოციებისა და შფოთვის მომატებას იგრძნობს. გაუჭირდებათ კომუნიკაცია და კონფლიქტების რისკიც გაიზრდება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღის ენერგია განსაკუთრებით ძლიერია. ამიტომაც, ახალი საქმის, ურთიერთობების წამოწყებისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ ამ დღეს აუცილებელია ტაძარში მისვლა, ზიარება და ლოცვა.
მიხეილ ცაგარელი გვიზიარებს რეკომენდაციებს, თუ რისი გაკეთებაა დღეს რეკომენდებული და რისი არა:
„მოილოცეთ ტაძარი, ეზიარეთ. ილოცეთ, უსურვეთ ყველას მშვიდობა, სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება.
გაავრცელეთ შეძლებისდაგვარად სიხარული, ყველას უწილადეთ სიყვარული.
იკრძალება ოპერაციები ყველა ორგანოზე.
არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის გასესხება-სესხება. შედეგიანია დასამთავრებელი საქმეების დაგეგმვა, ჩამოწერა, რისი დასრულებაც სწრაფად გსურთ.
გამორიცხეთ ხორცი, მიიღეთ ბოსტნეულის ახალი წვენები“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან მომენატრები, ჩემო ფუმფულა...“ - თათია სულუაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
🎥 „სხვათა შორის არ წავქცეულვარ“ - როგორ სრიალებს ციგურებზე თამო ვაშალომიძე