მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. ეს მისთვის წლების ოცნება იყო.
მსახიობს სასტუმროში 44-ე სართული აქვს აღებული, საიდანაც ულამაზესი ხედებით ტკბება.
გარდა ამისა, თამო საღამოს ნიუ-იორკის ქუჩებში ატარებს და ციგურებზე სრიალებს:
„პირველად დავდექი ციგურებზე, ესეც ნიუ-იორკში.
სხვათა შორის, არ წავქცეულვარ“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
ცოტა ხნის წინ მსახიობი მეუღლეს აკა სამხარაძეს დაშორდა.
როგორც ცნობილია, მას ყოფილი ქმრის სახლიდან გადასვლა მოუწია და ახლა შვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გარდა ამისა, თამომ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ აკამ მანქანაც დაიბრუნა, რის გამოც მსახიობს ახალი ავტომობილის შეძენა მოუწია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა გავაკეთოთ სუპერმთვარეობის ღამეს - ეს არ გამოგრჩეთ
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის დეკემბერში დიდი სიურპრიზი ელის
⭕„დიდი მოგზაურობა დაიწყო...“ - სოსო ნებიერიძე მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დაესწრება