Digest Logo

„ეს გახლავთ კაცთა მოდგმისადმი ღვთის უდიდესი მოწყალების ხარება, ცხოვნების ქადაგება...“ - გიორგი ლობჯანიძე ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

1764837645
გიორგი ლობჯანიძე

ქართული ეკლესია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროსთან ერთად აღნიშნავს ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანების დღესასწაული, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში თორმეტ უძრავ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მისი მშობლების მიერ მარიამის იერუსალიმის ტაძარში მიყვანის დღის აღსანიშნავად არის დადგენილი.

აღნიშნულ დღეს სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ეხმაურება:

„მნიშვნელოვანი დღეა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს მართლმადიდებლური სამყარო. სწორედ წმინდა მარიამის დაბადებით იწყება ახალი აღთქმისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთი სათავე.

ძველ აღთქმაში ცნობიერებაც სხვანაირი ჰქონდათ ადამიანებს. წმინდა მარიამის მშობლები იოაკიმე და ანა მართალი, პატიოსანი ხალხი იყო, თუმცა შვილი არ უჩნდებოდათ. ბოლოს კი წმინდა ანამ აღთქმა დადო, რითაც განურჩევლად ძისა თუ ასულისა, ღმერთს შესწირავდა ახალშობილს (ღვთის გზით ატარებდა), რაც უფალმა შეისმინა.

სწორედ აქედან იწყება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის „ესაიას“ სიტყვების ასრულება: „აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მის ემანუელ“.

თუ დააკვირდებით პირველივე აბზაცს, სიტყვებში მოხსენიებულია ,,ქალწულმა შვას ძე”, რაც უკვე ავტომატურად ხაზს უსვამს ღვთისმშობლის უბიწობას და იმას რომ რა წამს სრულწლოვანებას მიაღწია მან ქალწულობის აღთქმა დადო, რაც აქამდე აბსოლუტურად უცხო იყო დედათა შორის საეკლესიო ცხოვრებაში. ეს კი კიდევ ერთი დასტურია ესაიას საღვთისმეტყველო ხილვისა.

უდიდესი იდუმალებითაა მოცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრება მისი სიყრმიდან ვიდრე ზეცად ამაღლებამდე. დაფარული იყო მისი ცხოვრებაც იერუსალიმის ტაძარში. „ვინმე თუ მკითხავს, - ბრძანებდა ნეტ. იერონიმე, - როგორ ატარებდა დროს სიყრმეში ყოვლადწმიდა ქალწული, - მე ვუპასუხებდი: ეს მხოლოდ ღმერთმა და ღვთისმშობლის განუშორებელმა მცველმა, მთავარანგელოზმა გაბრიელმა უწყიან“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული - ეს გახლავთ კაცთა მოდგმისადმი ღვთის უდიდესი მოწყალების ხარება, ცხოვნების ქადაგება და მინიშნება ქრისტეს განკაცებაზე, რომელსაც ცოდვის წყევისგან უნდა გამოესყიდა კაცთა მოდგმა.

ნათქვამია „ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი - თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსო“, - ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი და ჩვენც ტვირთმძიმენი სწორედ მას უნდა ვსასოებდეთ და ვთხოვდეთ დახმარებას.

გილოცავთ და წმინდა მარიამმა ინებოს ჩვენი დახსნა ამ განსაცდელისგან! მშვიდობიანი დღეები ყოფილიყოს საქართველოში და მთელ მსოფლიოში!

პ.ს. ტექსტი ჩემთან ერთად ეფუძნება მიხეილ კენკიშვილის კვლევებს, აგრეთვე ორთოდოქსული ოფიციალური ვებგვერდების ლიტერატურას“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან მომენატრები, ჩემო ფუმფულა...“ - თათია სულუაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „სხვათა შორის არ წავქცეულვარ“ - როგორ სრიალებს ციგურებზე თამო ვაშალომიძე

რა უნდა გავაკეთოთ სუპერმთვარეობის ღამეს - ეს არ გამოგრჩეთ