
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 2025 წლის 1 იანვარს დაიწყო, თუმცა წელს ასტროლოგიურად ვერძის სეზონი 2025 წლის 20 მარტს იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს დასავლური კალენდრის მიხედვით ახალი წელია!
ამ დღეს მარტივად შეგვიძლია ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ, ამისთვის კი გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგი და ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა გვასწავლის როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა მეორე ნახევარი გვინდა გვყავდეს:
„თუ გვინდა მეორე ნახევარი და არ გვყავს, შეგვიძლია ძალიან მარტივად ავდგეთ და წავიდეთ მაღაზიაში, დავათვალიეროთ საქორწილო კაბა, მამაკაცის შემთხვევაში შეარჩიოს კოსტიუმი, სმოკინგი. გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც გვინდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ამით ვაძლევთ იმპულსს, ჩვენი ფიქრები, ემოციები, განწყობა პროვოცირებას ახდენს“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
ასევე დაგაინტერესებთ: