Digest Logo

🎥 „ვართ ძალიან ახლოს მესამე მსოფლიო ომთან - კონფლიქტები, დისბალანსი, დაბალი ვიბრაციები არის პლანეტაზე...“ - რას პროგნოზირებს მარიამ შუკაკიძე

1758720530
მარიამ შუკაკიძე

ასტროლოგიური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე ფაზა „დაბნელებების დერეფანი“ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ ცაში სტაბილურობა დაბრუნდა და ენერგეტიკული ფონიც თანდათან მშვიდდება. თუ ბოლო კვირები სავსე იყო მოულოდნელი ცვლილებებით, ემოციური დაძაბულობითა და გადაწყვეტილებების აუცილებლობით, ახლა დროა შეჩერდეთ, გააანალიზოთ მიღებული გამოცდილება და ახალი გზის დასაწყებად ძალები მოიკრიბოთ.

მიუხედავად ამისა, ასტროლოგები გვამცნობენ, რომ გარკვეული სიფრთხილე მაინც გვჭირდება, რადგან დაბნელებების დერეფანს აქვს შლეიფი, რომელიც 3-დან 6 თვემდე გრძელდება. 

როგორ მოვიქცეთ დაბნელებების შემდეგ პერიოდში და რა უნდა გავითვალისწინოთ - ამ თემაზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს:

„როგორ მოვიქცეთ დაბნელებების შემდეგ პერიოდში? 

რა თქმა უნდა დაბნელებების დერეფანს აქვს შლეიფი, რაც 3-დან 6 თვემდე გრძელდება. მზის დაბნელება იძლევა ძლიერ პიროვნულ ენერგიებს სიახლეებისთვის, თუმცა თავისი საბედისწერო შლეიფიც აქვს, რის გამოც არ ვურჩევ ადამიანებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. 

რა უნდა გავითვალისწინოთ? 

ქალწული-თევზების ასტროლოგიური კვანძი კავშირშია პრაგმატიზმთან, ოცნებებთან, ილუზიებთან, ლოგიკურ ხედვასთან. ბევრი ადამიანი გამოვიდა ილუზიებიდან. ეს პერიოდი ემსახურება რაციონალურობას, ლოგიკურობას. რიგი პლანეტების დიდი ნაწილი რეტროგრადულია, რაც წარსულთან გვაკავშირებს. წლის ბოლომდე წარსულიდან უნდა დავამუშაოთ რაღაცები. რა თქმა უნდა ნეპტუნის, პლუტონის რეტროგრადულობა ემოციურ, ფსიქოლოგიურ, წარსულის ტრავმებს წინ წამოსწევს, ეს უნდა დაამუშაოთ და გაუშვათ. 

იმისთვის, რომ ოცნებები ასრულდეს, საჭიროა ლოგიკური, რაციონალური, მიწიერი ნაბიჯების გადადგმა, დაგეგმვა. ეს არის გაკვეთილი თავგანწირვაზე, რომ ის ყოველთვის არ არის სწორი. საჭიროა ზომიერება. უნდა გქონდეთ პირადი საზღვრები, რაციონალურად უნდა უყურებდეთ ადამიანებს, მათ მოტივებს, მიზნებს და რეალურ სახეებს. 

სასწორებისთვის, ტყუპებისთვის და მერწყულებისთვის იწყება ძალიან კარგი პერიოდი, მათთვისაც, ვისაც გავლენა აქვს ჰაერის სტიქიის. ენერგიის დაქვეითების პერიოდი ჰქონდათ ბოლო ერთი თვეა თევზებს და სასწორებს, 22 სექტემბრიდან კი დაეწყებათ ვერძებს და მორიელებს ენერგიის დაქვეითება. ამიტომ ამ ნიშნებმა მეტი უნდა დაისვენონ, რადგან ენერგოტონუსი დაბალი ექნებათ. 

ერთი თვე აქტიურად დაეთმობა პოლიტიკურ არენაზე, გარკვეულ ქვეყნებს შორის კონფლიქტების მოგვარებას. თუმცა აქ მეორე მხარეც არის, მარსი - ომის პლანეტა ძლიერდება. მარსი მორიელში არის ძალიან ძლიერი, მძაფრი, ფარული მდებარეობა, რაც მოიტანს საშიშროებას ომების, კონფლიქტების. 

წინა პლანზე წამოვა პარტნიორული საკითხები. მარტივი წელი ნამდვილად არ არის, უკვე იყო ინფორმაცია, ესტონეთზე, რომ რუსებმა საჰაერო საზღვარი დაარღვია, რის გამოც პოლონეთიც შეშინებულია. ომების წელია, სამწუხაროდ, ვართ ძალიან ახლოს მესამე მსოფლიო ომთან. 

კონფლიქტები, დისბალანსი, დაბალი ვიბრაციები არის პლანეტაზე, თუმცა იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ასპექტირებები პლანეტების ისეთია, რომ ვერ ვიტყვით, მშვიდობიანი პერიოდი იქნება“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შორენა ბეგაშვილი ახალი ნარინჯისფერი Iphone-ის მფლობელია - რა ვიდეოს გვიზიარებს მოდელი

🎥 „მე ვარ მძღოლი, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს...“ - რას ჰყვება გიორგი გასვიანი

🎥 „ვნატრობ, რომ ჩემმა შვილმა ცოლი მალე მოიყვანოს...“ - როგორია დალი ჩიტალაძის ოჯახური იდილია