❤ 9 ივლისს ვენერა - სიყვარულის, სილამაზის და ფულის პლანეტა ვენერა ქალწულში გადავა, სადაც დარჩება 6 აგვისტომდე, 7-ში გადავა სასწორში, თავისი მმართველობის ნიშანში. მანამდე ვენერა ლომში იყო, იქნებოდა, რომანტიკულობა, საჩუქრები, სიყვარულის ახსნა შოუს ეფექტებით, ეჭვიანობა თეატრალურობის ელემენტებით. ახლა სრულიად განსხვავებული გახდება დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, უფრო რაციონალური, დეტალებზე დაკვირვებული.
❤ კლასიკური ასტროლოგიით, ვენერა ქალწულში თავს მორიდებულად გრძნობს, დაცემულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცუდს, უბრალოდ, ადამიანი მეტად კრიტიკული და ეჭვიანია სიყვარულის მიმართ. წყვილების ცხოვრებაში აღარ იქნება გულუხვობა, თუ აქამდე პარტნიორი კაფეში გპატიჟებდათ, ახლა ყველა თავის თანხას გადაიხდის. ჩაცმულობაში მოიმატებს მკაცრი სტილი. მაკიაჟი იქნება მინიმალური. ამ პერიოდში მომზადებული და მირთმეული საკვები იქნება ჯანსაღი და სასარგებლო. მეტად იზრუნებთ სხეულის გაჯანსაღებაზე; გადახედავთ ძილის, კვების, რეჟიმს, შეიძლება დიეტა დაიწყოთ და მსუბუქი ვარჯიში. არ შეიძენთ ძვირად ღირებულ, ფუფუნების ნივთებს, მხოლოდ საჭიროს და აუცილებელს. მაგრამ შეიძენთ ინსტრუმენტებს (ბრენდებსაც და ძვირად ღირებულსაც), რომლებიც მუშაობაში გჭირდებათ.
❤ სიყვარულის გამოხატულება უფრო თავშეკავებული გახდება. თუმცა, მოიმატებს საყვარელი ადამიანის დახმარების, მისი მხარდაჭერის სურვილი. არაა გამორიცხული, გაჩაღდეს რომანი კოლეგის, დაქირავებული თანამშრომლის მიმართ. ან იმ ადამიანის მიმართ გაგიჩნდეთ გრძნობა, ვინც თქვენს შინაურ ცხოველს უვლის ან ერთად ასეირნებთ.
❤ ადამიანებში მოიმატებს კრიტიკულობა საკუთარი თავის და გარშემო მყოფების მიმართაც. თუმცა გახდებიან პრაქტიკულები, თავშეკავებულები, რაციონალურები. რომანის ან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება მოგინდებათ ადამიანთან, რომელიც დაგეხმარათ, აგიხსნათ, გიშველათ ან გადაგარჩინათ. გრძნობებს ნაკლებად აჰყვებით, უფრო გააანალიზებთ ვინ რას დაგპირდათ და ვინ რა გაგიკეთათ.
❤ პარტნიორები ცოტათი შეიძლება გაცივდნენ ერთმანეთის მიმართ, იყოს კინკლაობა, წვრილმანებზე, სარკაზმი.
❤ თუ თავისუფალი ხართ და ეძებთ სამომავლო პარტნიორს მეტად კრიტიკული გახდებით ახალგაცნობილების მიმართ. ლუპით დააკვირდებით და შეეცდებით აღმოუჩინოთ ისეთი დეტალი, რაზედაც გააკრიტიკებთ.
❤ ქალწულის მმართველი მერკური ახლა კირჩხიბშია და თანაც რეტროგრადული. ამიტომ გაგიხსენებენ რა არ გააკეთეთ სახლისთვის, ოჯახისთვის, უძრავი ქონებისთვის. შეიძლება გაიხსენონ ძველი წყენა.
ახლა კი წაიკითხეთ პროგნოზი, რათა გაიგოთ, რა შეიძლება მოგიტანოთ ვენერას ქალწულში გადასვლამ, პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
♈️ ვერძი სიტუაცია სამსახურში უფრო ჰარმონიული გახდება. შეიძლება ახალი თანამშრომელი მოვიდეს ან დამხმარე აიყვანოთ სახლიც. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურში რომანი გააბათ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და არ გრჩებათ დრო საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, საქმეს, ვალდებულებას. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - უნდა დაემშვიდობოთ კარმულ პარტნიორებს, ადამიანებს, რომლებიც არ გაძლევენ წინსვლის საშუალებას. და აღარც ბედნიერებას განიჭებენ. შეიძლება შეგეცვალოთ გემოვნება, შეხედულება. ზოგიერთმა შეიძლება აიკრძალოთ ის, რაც ადრე გსიამოვნებდათ.
♉️ კურო მოიმატებს რომანტიკული განწყობა, გახშირდება ფლირტი და პაემნები. ადამიანში დააკვირდით მის ქცევას, დეტალებს და არა “ქიმიას“. მოგინდებათ ლამაზი, პრაქტიკული ნივთების შეძენა. შეიძლება დაესწროთ ლამაზ წვეულებას, დღესასწაულს. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებებით. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - შესაძლებელია შეხვედრა ყოფილთან, ან მასთან კავშირის საბოლოოდ გაწყვეტა. ან შეიძლება ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შეამციროთ ის საკვები, ტკბილეული, რაც გვნებთ.
♊️ ტყუპი მოგინდებათ სახლის მოლამაზება, წესრიგის დამყარება, ჰარმონიული გარემოს შექმნა ოჯახის წევრებთან. ზოგიერთმა შეიძლება უძრავი ქონებიდან მიიღოთ ფული. ზოგიერთი მიხვდებით, რომ სახლშიც შეიძლება დასვენება. გაგიჩნდებათ კითხვა: მშვიდად და უსაფრთხოდ ხართ სახლში, მის გვერდით?.. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ ოჯახთან, სახლთან დაკავშირებული კარმული საკითხები, საკითხები, რომლებიც წარსულიდან მოგყვებათ. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან გაიტანოთ ნივთები, რაც წარსულთანაა კავშირში.
♋️ კირჩხიბი ეს არის ლაპარაკის, მიმოწერის, ახლო მანძილზე მგზავრობის, დოკუმენტების გადახედვის პერიოდი; გააქტიურდება კომუნიკაცია, მისვლა-მოსვლა და-ძმებთან, უახლოეს ნათესავებთან, კლასელებთან ან მეზობლებთან. სხვათა შორის, რომანტიკული ნაცნობობაც შესაძლებელია მათი დახმარებით ან ახლო მანძილზე მგზავრობისას, მაგალითად ექსკურსიის, ტურის პერიოდში. რადგან ქალწულის მმართველი მერკური თქვენს ნიშანშია რეტროგრადული, ნუ გამოეკიდებით ნათქვამს, სიტყვებს, უმჯობესია, არ უპასუხოთ გაბრაზებულმა, სანამ ადრესატს შეტყობინებას გაუგზავნით, უმჯობესია, გადაიკითხოთ.
♌️ ლომი 9 ივლისიდან მეტად დაიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, მეტად მოკოხტავდებით, შეიძლება დაიწყოთ ჯანსაღი კვება, მსუბუქი ვარჯიში. შეიძლება შეიძინოთ რამე ლამაზი და ფუფუნების ნივთი საკუთარი თავისთვის, განსაკუთრებით, თუ ფასდაკლებას გადააწყდებით. გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი, თვითშეფასება. დაფიქრდით: ფულს ხარისხში იხდით, თუ ილუზიაში? 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - ნუ გაგიკვირდებათ, თუ რამენაირად გადაეყრებით თქვენს ყოფილს. შეიძლება მოგთხოვონ ძველი კარმული და ფინანსური ვალების დაბრუნება.
♍️ ქალწული 9 ივლისს ვენერა თქვენს ნიშანში გადმოდის ექვს აგვისტომდე: ჰარმონიულობა დაისადგურებს. გახდებით მეტად დიპლომატიური. მეტად მოგინდებათ საკუთარი თავის, თქვენი გარემოს მოლამაზება. შეიძლება გაიმეტოთ ფულის დახარჯვა საკუთარ თავზე. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - უნდა მოიცილოთ ის, რასაც აღარ მოაქვს სიამოვნება. უნდა გაწყვიტოთ წარსული კავშირები. შეიძლება შეგიმცირდეთ შემოსავალი ან შეიჭრათ თმა, რომ გათავისუფლდეთ ენერგეტიკული ტვირთისგან. ზოგიერთმა შეიძლება ჯანმრთელობის გაუმჯობესების გამო უარი თქვათ იმაზე, რისი ჭამაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ.
♎️ სასწორი შეიძლება გააბათ ფარული რომანტიკული კავშირი, შეიძლება გამოიმუშაოთ ფარული ფული. მოგინდებათ მეტი დროის გატარება მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში, სხვებისგან განმარტოებით. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - არაა გამორიცხული, რომ გამოჩნდნენ ყოფილები. მოგიწიოთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ ფული წარსულიდან ან თქვენ მოგთხოვონ ძველი ვალის დაბრუნება.
♏️ მორიელი თავისუფლები გააქტიურდით, რომ რომანტიკული ურთიერთობა გააბათ სოციალურ ქსელებში. კარგი დღეა მათთვის, ვისაც ონლაინმაღაზია გაქვთ, ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტით გამოიწეროთ თავის მოვლის, სილამაზის შექმნის ნივთები. დაფიქრდით, გვერდით ნამდვილი მეგობრები გყავთ? 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - არაა გამორიცხული, რომ შემოგეხმიანოთ ყოფილი. ზოგიერთმა კი შეიძლება საბოლოოდ გაწყვიტოთ კავშირი ყოფილთან.
♐️ მშვილდოსანი დიპლომატიურად უნდა მოაგვაროთ უსიამოვნება უფროსთან, სახელმწიფო სამსახურთან. სამსახურში შეიძლება შეიქმნას ჰარმონიული დამოკიდებულება, საქმეები უფრო მშვიდად შეასრულოთ. არაა გამორიცხული, რომ ფლირტი ან რომანტიკული ურთიერთობა გქონდეთ სამსახურში. ზოგიერთი შეიძლება დაფიქრდეთ სტატუსსა და სიყვარულზე, ნუ აირჩევთ იმ ადამიანს, ვინც მხოლოდ სტატუსით შეგეფერებათ. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - შეიძლება დაასრულოთ ურთიერთობა ყოფილთან, ადამიანთან, ვისთანაც რამე გაკავშირებდათ, თუნდაც ქალი თანამშრომელი. ზოგიერთმა შეიძლება აიკრძალოთ ის, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდათ, თუნდაც ტკბილის ჭამა, ფულის ფლანგვა.
♑️ თხის რქა გაგიუმჯობესდებათ განწყობა, მოგინდებათ საკუთარი თავისთვის ლამაზი, ხარისხიანი ნივთების შეძენა, უცხოეთიდან გამოწერა. შეიძლება მიიღოთ ფული საზღვარგარეთიდან. დიპლომატიურად და ჰარმონიულად მოგვარდება იურიდიული საკითხები. არაა გამორიცხული საყვარელ ადამიანთან ერთად საზღვარგარეთ გაემგზავროთ ან უცხოეთში შეხვდეთ თქვენს სიყვარულს, უცხოელთან. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - მიიღებთ ძველ ვალს ან თავად მოგთხოვენ ვალის დაბრუნებას. შეიძლება გამოჩნდნენ ყოფილები ან დახუროთ წარსულის კარი და გადაწყვიტოთ, ცხოვრება თავიდან დაიწყოთ, რაღაც უნდა შეიცვალოს პირადი ურთიერთობების და ფინანსების სფეროში, შეიძლება უცხოეთისაც.
♒️ მერწყული პირადი ცხოვრება მეტად ვნებიანი და ტრანსფორმაციული გახდება. თუმცა, ქალწულის ვენერა არ მოგცემთ უფლებას, რომ გრძნობებმა გონება დაგიბნელოთ. ზოგიერთმა შეიძლება ფული მიიღოთ საჩუქრად, იოლად გადაიხადოთ გადასახადები. სიყვარული, მიჯაჭვულობაში, “დამოკიდებულებაში“ ნუ აგერევათ. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - შეიძლება ყოფილი სასიყვარულო პარტნიორი გამოჩნდეს. შეიძლება მოგთხოვონ კარმული ვალების გადახდა ან კარმულ კავშირს დაუსვათ წერტილი, იყოს რთული ტრანსფორმაცია, მაგრამ აუცილებელი.
♓️ თევზები გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება პარტნიორებთან (სასიყვარულო და საქმიანი), კოლეგებთან, მეგობრებთან და კლიენტებთანაც. არაა გამორიცხული, რომ გაგიუმჯობესდეთ მატერიალური მდგომარეობა პარტნიორების დახმარებით, თუმცა, მათ კრიტიკას უხეშად ნუ მიიღებთ, პირიქით, გაითვალისწინეთ. ადამიანმა სიყვარული სიტყვებით კი არა, საქმით, შედეგით უნდა დაგიმტკიცოთ. 11 ივლისს ვენერა შეერთებაშია კარმულ კვანძთან - შეიძლება გამოჩნდნენ ყოფილი პარტნიორები. დაფიქრდებით, როგორი პარტნიორები გჭირდებათ და ვის უნდა დაემშვიდობოთ.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ხრამში გადავარდა - ცნობილია დაღუპულის ვინაობა