Digest Logo

შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ხრამში გადავარდა - ცნობილია დაღუპულის ვინაობა

1783361937
გოჩა შენგელია

შროშა-რიკოთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამტრედიელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტრაილერი, რომელსაც გოჩა შენგელია მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.

მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 5 ივნისს მოხდა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ასევე დაგაინტერესეთ:

„მწერენ, ევროპა უნდა ვადიდო მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ვარ... მადლიერება და ფანატიზმი ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას!“ - რას წერს ემიგრანტი

2026 წლის 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებაა ლომის ნიშანში - რას შეიძლება ნიშნავდეს ეს საქართველოსთვის?

„დიეტა ყოველთვის არ ნიშნავს პატარა თეფშებს და შიმშილის აუტანელ გრძნობას“ - საკვები მათთვის, ვისაც უყვარს დიდი ულუფები