
ვისთან მიდის ფული და როგორ ადამიანებს აქვთ გამდიდრების პოტენციალი? რა ფერის საფულე უნდა გვქონდეს ფინანსების მოსაზიდად? - ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ ეზოტერიკოსი და ნუმეროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს და საჭირო რჩევებს გვიზიარებს.
მისი თქმით, მდიდარმა ადამიანმა, რომც დაკარგოს ფული, იგი მარტივად შეძლებს კიდევ ფულის შოვნას, რადგან იცის ამის გზა.
„წარმატებული ადამიანები, როდესაც მათ ცხოვრებაში რაღაც ხდება, ამას იღებენ როგორც გამოცდილებას, აქვთ კარგი მიმღებლობის უნარი.
ხოლო წარუმატებელი ადამიანები ამბობენ: ეს რა დამემართა და როგორ მოხდა ჩემ თავს?
სადაც ხდება სწორედ ნეგატიური კოდირება და უარყოფთ იმპულსს უშვებენ და როცა ადამიანი რეაგირებს ამ ნეგატივზე, მის ცხოვრებაში ყოველთვის მოხდება ნეგატიური მოვლენები.
რთულია, თუმცა შეგვიძლია დავიწყოთ პოზიტიური ფიქრები - მაგალითად, იცვამ ახალ კაბას და ფიქრობ, არ დავსვარო, ეგრევე ცუდზე ფიქრობს, მაგრამ რომც დასვარო მერე რა.
ყველაფერს უყურეთ, როგორც შესაძლებლობას და გამოცდილებას და არა პრობლემას, ამით უფრო მარტივი გახდება წარმატების მიღწევა.
ამ ყველაფრისთვის შეგვიძლია, ასევე გამოვიყენოთ მინერალები, რომელიც იზიდავს ფინანსებს, როგორიცაა ციტრინი, ავანტიური.
კარგია სახლში სპილოს და ხარის ფიგურების ქონა, სამუშაო მაგიდაზე ან მისაღებში დადგით.
სპილოს უნდა ჰქონდეს ხორთუმი ზემოთ, რაც ნიშნავს წარმატებას, ხოლო ვისაც ურთიერთობის და შვილოსნობის პრობლემა აქვს უნდა ჰქონდეს სპილოს ხორთუმი დაბლა ჩამოშვებული.
კარგია, როდესაც სპილო იყურება კარებისკენ, იზიდავს წარმატებას, ასევე თუ გვინდა მეორე ნახევარი ვიპოვოთ, ორი სპილო უნდა გვქონდეს“, - ამბობს ნინა სუსლოვა.
მისი თქმით, ზოდიაქოს ეს ნიშნები განსაკუთრებით იზიდავს ფინანსებს 👉 კურო, თხის რქა, ქალწული და ლომი.
ყველაზე კარგად ფულის შენახვა შეუძლია 👉 კირჩხიბს.
ყველაზე ცუდად კი ფულს ინახავს 👉 მშვილდოსანი, ვერძი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ უნდა მოიქცე თუ ტკიპა გიკბენს? - რჩევები პედიატრისგან!