Digest Logo

ვისთვის იქნება 2026 წელი სურვილების ასრულების წელი? - ნინა სუსლოვა „ცეცხლოვანი“ ცხენის წელზე

1766569776
ნინა სუსლოვა

2026 წელი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება დატვირთული, რადგანაც მას, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს. სწრაფი ცვლილებებისათვის მოემზადეთ, იმიტომ, რომ წლის მთავარი სიმბოლო ადამიანებს ძალიან დიდ ენერგიას, მოტივაციასა და გამბედაობას ანიჭებს. გვექნება შანსი, რომ ცვლილებები დავგეგმოთ, ყველა ეჭვი გავფანტოთ და ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განვახორციელოთ. სიმბოლურად, წითელი ცეცხლოვანი ცხენი შეუჩერებელ ენერგიას, ძალასა და მოვლენების დინამიკურ განვითარებას განაპირობებს. 

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა სუსლოვა გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ცეცხლოვანი“ ცხენის წლის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას ინფორმაცია გაუზიარა თუ ვისთვის იქნება ეს წელი კარგი და ვინ უნდა იყოს ფრთხილად:

„ცხენს არ უყვარს ბოროტი და შურიანი ადამიანები, ამიტომ ნეგატიურ ადამიანების საფრთხე ელოდება, ხოლო ადამიანებს ვისაც სხვისი კარგი უხარია და ბოროტებას არ ჩადის მათთვის კარგი წელი იქნება.

წელს რადგან ცეცხლოვანი წელი მოდის საჭიროა აქტიურობა, თამამი ნაბიჯები და რისკი. ცხენი დინჯია, რაც ჩვენგან მოითხოვს წინდახედულობას, მაგრამ უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. ამ წელს კარი იქნება შეგრძნებების და ინტუიციის ნდობა, ასევე გადავაფასოთ ყველაფერი და მივხვდეთ რა ან ვინ გვჭირდება რეალურად. 

ეს წელი საფრთხილოა მათთვის, ვისაც არ შეუძლია კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ხოლო ადამიანები ვინც ამ ცეცხლის ენერგიას ფეხს აუწყობს ეს იქნება მათთვის სურვილების ასრულების წელი“, - ამბობს ასტროლოგი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას? - არუნ ხათრის რჩევები!

⭕„ყველაფერი, რასაც დღეს დახარჯავთ, დაგიბრუნდებათ ორმაგად ან სამმაგად“ - თაკო მელიქიშვილი 24 დეკემბრის ენერგიებზე

🎥 „ლიცენზიის გარეშე ვერ იყიდით პიროტექნიკას, ხოლო ჯარიმა 5000 ლარია“ - ვის აქვს პიროტექნიკის შეძენის უფლება? - რჩევები იურისტისგან!