Digest Logo

„ყველაფერი, რასაც დღეს დახარჯავთ, დაგიბრუნდებათ ორმაგად ან სამმაგად“ - თაკო მელიქიშვილი 24 დეკემბრის ენერგიებზე

1766567275
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 24 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:

„24 დეკემბერი დღე 6•9•6 ენერგიებით

ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ ვიმარჯვებთ ცხოვრებაში.

გარეგნობა — იდეალურად მოწესრიგებული.

უნდა იარო და გრძნობდე:

ღმერთო, საკუთარი თავი თავადაც მომწონს.
ბიჭებო — იგივე თქვენზეც ვრცელდება, გამონაკლისების გარეშე.
დღეს „მერე“ არ არსებობს — დღეს მხოლოდ WOW.

დღე 6•9•6 — როცა სამყარო შენს მხარეს დგას.

დღეს მნიშვნელოვანია ყველაფრისგან სიამოვნების მიღება. თუნდაც ვინმემ წყალი შეგასხათ

თქვით: კეთილდღეობისთვის.

სწორედ ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მომენტის გავლით შეიძლება მოვიდეს დიდი წარმატება.

ფიქრები — სუფთა და გაწონასწორებული.

ყველაფერი ჩემთვის ხდება.

სამყარო ჩემთვის მუშაობს.

ფული მოდის მარტივად და თავისუფლად, სხვადასხვა წყაროდან, როგორც მაგნიტისკენ.

მე ვარ საყვარელი, წარმატებული და სიყვარულით სავსე.

ბიჭებო — ეს ფორმულირებები საკუთარ თავზე მოარგეთ.

ვიღაცამ შეიძლება გაგაღიზიანოთ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.

ვერიდებით ემოციურ რეაქციებს.

ვუყურებთ და ვფიქრობთ: იყავი ბედნიერი.

ყველაფერი, რასაც დღეს სამყაროს სიკეთით გაუგზავნით, გაძლიერებული ფორმით დაგიბრუნდებათ.

დილიდან რეკომენდებულია:

გაიკეთოთ ლამაზი მაკიაჟი,

გაახაროთ თავი დიდი ხნის ნანატრი შენაძენით და არ დაინანოთ თანხა.

დღეს ზედმეტი ეკონომია არ არის რეკომენდებული. ყველაფერი, რასაც დღეს დახარჯავთ, დაგიბრუნდებათ ორმაგად ან სამმაგად ეს შეესაბამება დღის ენერგიას.

იყავით ბედნიერები.

დღეს ნამდვილად თქვენი დღეა.

დაწერე დაე იყოს ასე“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლიცენზიის გარეშე ვერ იყიდით პიროტექნიკას, ხოლო ჯარიმა 5000 ლარია“ - ვის აქვს პიროტექნიკის შეძენის უფლება? - რჩევები იურისტისგან!

⭕„პარაცეტამოლი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოსოციალურ ტკივილსაც აყუჩებს“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

⭕რიტუალები, რომელიც 2025 წლის დასრულებამდე უნდა ჩაატაროთ, რათა 2026 წელს წარმატება და ბედნიერება მოიზიდოთ