„დღეს ჰორმონები, ემოციები და ფანტაზია ჯანმრთელი აზრის დაუკითხავად კორპორატივს მართავენ. მოემზადეთ - ცხელი დღე გველოდება“, - აღნიშნულის შესახებ მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„❤️ ურთიერთობებში: ვნება პიკს აღწევს, მასთან ერთად კი იღვიძებს ეჭვიანობა, პრეტენზიები, ეჭვები და სურვილი, ყველაფერი დაუყოვნებლივ გაარკვიოთ. სპოილერი: ყველაფერი, რასაც საკუთარ თავში წარმოიდგენთ, სიმართლე არ არის.
💋 დღე ძალიან სექსუალურია, მაგრამ საზღვრებმა შესაძლოა მოულოდნელად „შვებულებაში“ წასვლა გადაწყვიტონ. ნუ აურევთ ძლიერ მიზიდულობას დიდ სიყვარულში, ხოლო პროვოკაციას ბედისწერის ნიშნებში.
☝️ ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან. ყველა იდუმალი ადამიანი თქვენი კარმული შეხვედრა არ არის. ზოგჯერ ის უბრალოდ ლამაზი თვალების მქონე ადამიანია, რომელსაც არცთუ ისე კარგი განზრახვები აქვს.
🛍 შოპინგიც დღეს განსაკუთრებულად მაცდურია: ადვილად შეიძლება იყიდოთ რაღაც ზედმეტად ძვირი და სრულიად არასაჭირო, მაგრამ — „თითქოს თვითონ მეძახდა“. დიდი ხარჯებისთვის გამოიყენეთ 24-საათიანი წესი.
‼️ შესაძლოა გაძლიერდეს ძველი დამოკიდებულებები და აკვიატებული სურვილები. ნუ გამოცდით ნებისყოფის ძალას იქ, სადაც უმჯობესია ცდუნებას უბრალოდ მოშორდეთ.
👀 დაიცავით თვალები: გააკეთეთ შესვენებები ეკრანებისგან, ნუ გადატვირთავთ მხედველობას და დისკომფორტს ნუ უგულებელყოფთ.
✅ დღის ფორმულა: ნაკლები იმპულსი — მეტი პაუზა. ნაკლები დრამა — მეტი გულწრფელობა.
✨ დღის სიბრძნე: თუ ძალიან გინდათ, რომ თავი დაკარგოთ მინიმუმ გახსოვდეთ, სად დატოვეთ საღი აზრი“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „სჯობს სადავეები შენ გეჭიროს, ვიდრე სხვის ეტლში იყო შებმული...“ - რას წერს გია მურღულია