
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებით საუბრობს:
„ორ თემაზე მომივიდა უამრავი თხოვნა და შეტყობინება. ერთი ის თუ რა პროგნოზია ახლა და როგორ შეიძლება განვითარდეს მიმდინარე კონფლიქტის სცენარი და მეორე ფართოდ რომ თქვათ, თუ რას ნიშნავს მე-5 განზომილებაო ... ორივე უაღრესად საინტერესო თემაა და ამ პოსტში ვეცდები, რომ ჯერ პირველზე ვისაუბრო და მომდევნო დღეებში განზომილებებზეც დავწერ დიდ სტატიას.
ტრადიციულად, მე ვწერ ობიექტურ რეალობას, ნამდვილად არანაირი სურვილი არ გამაჩნია რომ დავამახინჯო ის, რაც ხდება. შესაბამისად, ვინც გაიგებს - გაიგებს, სხვა შემთხვევაში, ალტერნატიული წყაროები ბევრია. ყოველთვის ვცდილობ გასაგებად გითხრათ, ჩაგვრის და ლანძღვის გარეშე.
ამჟამადაც: მიუკერძოებლად, შევხედოთ თუ რა ვარიანტები აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც ისრაელს, ასევე ირანს.
წუხელ, გვიან ღამიდან დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ-მ შესაძლოა მიიღოს ომში მონაწილეობა, უამრავი სტაროტანკერი და ავიარეისერია, როგორც ციდან, ასევე ზღვიდან გადასროლილი ახლო აღმოსავლეთში + 40.000 ჯარისკაცია მზად ბრძოლისთვის. რას შეიძლება დავუქვემდებაროთ ეს გადაწყვეტილება?
ყველა ექსპერტი ამბობდა და ვთანხმდებოდით იმაზე, რომ ირანელებს, რაც მიწის ზემოთ აქვთ, ათი მაგდენი დაბლაა, შესაბამისად სპარსელ მედრესეებს ომი შეუძლიათ რაკეტებით იმდენ ხანს გააგრძელონ, რამდენიც საჭირო იქნება. მათ შეიარაღებაში მონაწილეობას იღებს პაკისტანი, ნაწილობრივ რუსეთი და ღიად, ისე რომ არც მალავს ამას ჩინეთი. ჩინური ავიახაზები ფიქსირდებიან ირანელებთან თანამშრომლობის გზაზე, რაც გუშინდელმა ამბებმაც ცხადყო.
ამიტომ, აქ საჭიროა უფრო მძლავრი ძალის ჩარევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელი მხოლოდ ამ რესურსით კი დაბომბავს ირანს და ბევრ რამეს კვლავ გაანადგურებს, თუმცა გამოიფიტება და დანაკარგები საკუთარ მიწაზეც ბევრი ექნება.
ისრაელ-ამერიკის გეგმებში შედის ირანში რეჟიმის ცვლილება, განიხილება შაჰის მემკვიდრის ,,შაჰზადე რეზა ფეჰლევის“ კანდიდატურა, რომელიც ღიად მოუწოდებს ირანელებს დაუდგნენ მას გვერდში. ხოლო, ამ რეჟიმის ცვლილება რომ მოხდეს, საჭიროა არნახული ძალის გამოყენება, ამიტომ ერთვება ამერიკა საქმეში. მძლავრი გამანადგურებლების, არსენალის და დანადგარების გამოყენებით.
არც ის არაა გამორიცხული, რომ მცირედი ატომური ქობინიც იყოს გამოყენებული, რომ დაიცალოს ქვეყანა მოსახლეობისგან და შემდგომ, ეტაპობრივად, გადავიდნენ მოქმედებაზე. აქ, ძირითადად, ეს ვარიანტებია. სხვა შემთხვევაში, ირანში ისეთი რელიგიური ფანატიზმია, ხმელეთით ომის მოგების შანსი უბრალოდ ნულის ტოლია და არც აიათოლას ლიკვიდაცია იქნება გამოსავალი, რამეთუ ერთ ხომენეის - მეორე შეცვლის.
ახლა, რაც შეეხება ირანელთა რიგებს: ირანი აღარც მალავს თუ ვისგან და როგორ იღებს იარაღს. აგრეთვე, დაიმუქრა, რომ გადაკეტავდა ჰორმუზისა და ბაბელ-მანდების სრუტეს. ეს ის სრუტეა, რომელიც მთელ დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, + ნავთობ-საქმიანობის განხრაცაა. შესაბამისად, ვინც ფლობს მაგ მიდამოს, სწორედ ისაა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მსოფლიოშიც. ირანი კი აქამდე მუშაობდა რუსეთთან - ჩინეთთან და პაკისტანთან. ტრამპი, როგორც მოგახსენეთ, მოსვლის დღიდან დაემუქრა ჩინეთის ეკონომიკას და სადავეების გადმოფორმირება განიზრახა.
თუ ამ კუთხით შევხედავთ მიმდინარე კონფლიქტს გამოდის, რომ ახლა ერთმანეთს მეგა სახელმწიფოებიც ებრძვიან და ჩინეთს არაფრის დიდებით არ აწყობს ირანის თამაშიდან გათიშვა. ეს მათ ეკონომიკურ ჯიბეს დაეტყობა და ახლო აღმოსავლეთში გავლენების სერიოზულ დაქვეითებას, დასუსტებას მოასწავებს. მომავალში კი უშუალოდ მას ბრძოლით დასჭირდება დაკარგულის მოპოვება.
ასევე, არაა გამორიცხული, რომ რუსეთი გავიდეს ამ კონფლიქტიდან, ისე რომ ,,ურანზე“ აიღოს პასუხისმგებლობა, სანაცვლოდ კი ამერიკისგან მიიღოს უკრაინული გარანტიები. მოკლედ, რუსეთთან მიმართებით უკვე დიდი გაცვლა და თამაშებია. რეალობას დრო გვანახვებს.
თუ ისრაელის მარაგში ამერიკული ავიაცა და ჭურვებია, რაც დამეთანხმებით, ალბათ, რომ დიდი ძალაა, ირანის რესურსში ამხელა სრუტე დევს მაგიდაზე და ჩინურ-პაკისტანური შეიარაღება. არის ვარიანტი, რომ ომი დიდხანსაც გაგრძელდეს.
რადგან ახლო აღმოსავლეთი მუდამ რელიგიური ბრძოლის ველია, ისევ წმინდა წერილს და ცნობილ წინასწარმეტყველებებსაც მოვიყვან მაგალითად:
თუ ბიბლიას გადავხედავთ, ყველამ კარგად იცით, რომ ისრაელი თვით ქრისტეს მეორედ მოსვლამდე უნდა არსებობდეს, თუ რატომ ამდენი მოვლენები მგონი იცით და ამას განმარტება აღარ სჭირდება. ამიტომ, მაგ მიწის და იმ სიწმინდეების განადგურება, რაც მანდაა ასე ვერ მოხდება.
ცნობილი წინასწარმეტყველი ალოის ირმეიერი კი ამ ომზე ამბობს: ახლო აღმოსავლეთში მოკლავენ გავლენიან ფიგურას, ამას მოჰყვება დიდი მსოფლიო ომი - რაც, პრინციპში, სიტყვა სიტყვით სრულდება. აღმოსავლეთში მართლაც მოკლეს რამდენიმე ცნობილი ფიგურა და ორმხრივი შეტაკებების შედეგად მივედით ამ ეტაპამდე.
მოკლედ, დანაკარგები ორივე მხარეს იქნება. ძალიან დიდი შანსია, რომ გააფთრებული ომის მიუხედავად, შაჰის რეზიდენცია ირანში კვლავ აღდგეს, მანამდე ეს ომი გადაიზარდოს უფრო ღია - დაპირისპირებაში და ორივე მხარე ძლიერ შეერკინება ერთმანეთს.
რაღა თქმა უნდა, პროგნოზული კუთხით - განვითარების ეს სცენარებია მოსალოდნელი, თუ არ მოხდა დროულად რაიმე დიპლომატიური მოლაპარაკება ან შეთანხმება.
მეტს ამ თემაზე, ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი გითხარით. მათ შორის, ყველა სცენარი, დანარჩენი დაველოდოთ დროს და მივყვეთ მოვლენებს. შემდგომ თქვენთვის საინტერესო სტატიას ამ დღეებში მოგაწვდით.
მშვიდობა გქონდეთ ყველა უდანაშაულო და უბრალო მოქალაქეს, რომლებიც ხართ მაგ სახელმწიფოებში! მშვიდობიანი დღე! თავს გაუფრთხილდით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეკატერინე ტუღუში შავ კორსეტში პოზირებს - მოდელის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა
🎥 ბრაზილიაში 2 წლის ბიჭმა შემთხვევით დედა მოკლა - ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება