Digest Logo

„ყოფილმა პარტნიორებმაც შეიძლება ზუსტად ახლა შეგახსენონ თავი...“ - რა უნდა გავითვალისწინოთ 27 მარტს? ხათუნა ნოელის ასტროპროგნოზი

1743019970
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ ასტროპროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„27 მარტს 12:41-ზე თბილისის დროით ვენერა თევზებში გადადის.

ეს პლანეტა სილამაზისა და ნაყოფიერების ქალღმერთის სახელს ატარებს. ასტროლოგები მას „მცირე ბედნიერებასაც“ ეძახიან. ნატალურ რუკაში ის მართავს ჩვენს ესთეტიკას, კულტურას, სილამაზეს, ხელოვნებისკენ მიდრეკილებას, გემოვნებას, აგრეთვე ტკბილეულების სიყვარულს, მისი გამოვლინება მსუბუქი და ჰარმონიულია. ის ასევე მართავს ჩვენი სიყვარულის უნარს. ვენერა განკარგავს ჩვენს პირად რესურსებს - როგორც მატერიალურს, ასევე ფიზიკურს. ანუ ფული, ქონება, კომფორტი, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია.

ჰოდა, აი ეს ვენერა თავისი რეტროგრადულობის გამო, უკუსვლით ბრუნდება თევზების ზოდიაქოში.
ეს მისი ეგზალტაციის ნიშანია და ამიტომ აქ ძალზე მკაფიოდ ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს - ესთეტიკურობას, დელიკატურობას, ჰარმონიულობას. გარკვეული პერიოდით ჩვენც, ყველანი ასეთები გავხდებით. (რა ჯობია ამას?)

განსაკუთრებით ხაზგასმულად ეს ამბები იმუშავებს 6 აპრილის ჩათვლით, ვიდრე ვენერა ნეპტუნთანაც შეერთებული იქნება.

ვენერას თევზებში ყოფნისას ადამიანები ბევრად უფრო მშვიდები, შემწყნარებლები და ლმობიერები ხდებიან. ბევრი იმასაც ატყობს ხოლმე თავს, რომ რატომღაც ხალხმრავლობაში და ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნას განმარტოება ურჩევნია, იზრდება ასევე სულიერი პრაქტიკების და მედიტაციის სურვილიც. იმატებს ინტუიცია, წარმოსახვა, ფანტაზია.... თუმცა შესაძლოა ცოტათი მელანქოლიურობაც მოგვემატოს.

რომანტიულ ურთიერთობებზეც რომ ეს თავისთავად აისახება, მგონი მოულოდნელი არ უნდა იყოს - ადამიანებს სურვილი გაუჩნდებათ თავიანთ რჩეულებს უფრო მეტი დრო დაუთმონ, დაფარული გრძნობები ხმამაღლა გამოხატონ, ძველ, გახუნებულ სენტიმენტებს ახლებური ელფერი შესძინონ... არაა გამორიცხული, რომ ამ ტენდენციამ რეალობისგან ცოტა შორს წაგვიყვანოს და საგნების თუ მოვლენების შეფასებისას სასურველი უფრო დავინახოთ, ვიდრე არსებული. ამიტომ ალბათ აჯობებს, მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ ყველაფერში. წყვილებს შორის შესაძლოა გაჩნდეს იმ საკითხების გადაწყვეტის აუცილებლობა, რაც წარსულში ვერ ან არ გადაიჭრა. აქვე დავსძენ - ეს არ იქნება აქტიური ქმედებების დრო, არამედ უფრო შეფასების, საგნებისთვის საკუთარი სახელის დარქმევის პერიოდია. ამ პერიოდში ადამიანებს მოეჩვენებათ, რომ ისინი ნაკლებ მზრუნველობას და ყურადღებას იღებენ, ვიდრე ეკუთვნით.

ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ურთიერთობის გაწყვეტის სურვილიც კი გაუჩნდეთ. თუმცა, მოდით, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. დაელოდეთ, რომ ვენერა დირექტულობას დაუბრუნდეს.
რადგან ვენერა წარსულში გამოვლილ გრადუსებს გადის, ყოფილმა პარტნიორებმაც შეიძლება ზუსტად ახლა შეგახსენონ თავი. და თუ თქვენი დაშორების მიზეზი გაუგებრობა ან სულელური წვრილმანი კინკლაობა იყო, ეს ურთიერთობა აღდგეს.

ასტროლოგები არავითარ შემთხვევაში არ ურჩევენ ქორწინებას წყვილებს სიყვარულის პლანეტის უკუსვლითი მოძრაობისას. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ორივე პარტნიორის ნატალურ რუკებში ვენერა რეტროგრადული არაა.
მატერიალური თვალსაზრისითაც ვენერა ეცდება მაქსიმალურად კარგად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ფინანსურად მხარი დაგვიჭიროს. ახლა დგება სწორედ იმ იდეების განხორციელების ჟამი, რომლებიც ვენერას ვერძში სტუმრობის დროს დაგვიგროვდა გონებაში, ან მერწყულში მისი ტრანზიტის დროს წამოვიწყეთ და ბოლომდე არ მივიყვანეთ.

„სუფთად“ ახალი საქმეებისთვის კი ჯერ ისევ ადრეა. თუ რა თქმა უნდა თქვენს პირად რუკაშიც ეს ქალბატონი R ნიშანს არ ატარებს.

სხვა შემთხვევაში ეს პერიოდი საქმიანი აქტივობებისთვის ნაკლებად გამოსადეგია. სამაგიეროდ შეგიძლიათ დრო დაუთმოთ რომანტიკულ გასეირნებებს ბუნებაში, დაესწროთ გამოფენებს, ჩვენებებს, ან თავადაც სცადოთ ფუნჯის აღება ხელში. ბოლო ბოლო ფოტოებზე მაინც დააფიქსირეთ თქვენს გარშემო არსებული სამყარო.

თუ შორს წასვლა გეზარებათ, და ალბათ გეზარებათ, რადგან ეს მდებარეობა ხშირად მოდუნებას, რელაქსს იწვევს, შინ მოაწყვეთ ნათესაური შეხვედრები, კარგი პერიოდია, სასიყვარულო აღსარებებისათვის, აგრეთვე ფარული ურთიერთობებისათვისაც.

კარგი პერიოდია მხატვრებისთვის, პოეტებისთვის, მუსიკოსებისთვის და ზოგადად შემოქმედებით სფეროში დაკავებული ადამიანებისათვის.

ვენერა დირექტიული 14 აპრილს გახდება, ხოლო ვერძს მხოლოდ 30 აპრილს დაუბრუნდება“, - წერს ხათუნა ნოელი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩვენ პირდაპირ წავაწყდით კანდიდატს, რომელსაც გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა“ - რას ჰყვება ნინუცა როსტიაშვილი?

🎥 „კარი რომ გავაღე და ირა დავინახე, მეთქი ეს არის ის ქალი, რომელმაც უნდა აღზარდოს ჩემი შვილი...“ - ნანუკა გულუა შვილების ძიძაზე

🎥 „ვერ იმუშავებს, თქვენ აიყვანდით 150 კილოიან ძიძას...ავდგები და უნდა მოვიქნიო ყველაფერი...“ - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სტუმრები „პრაიმშოუში“