Digest Logo

„ყოველი ხილული ფორმა ჯერ სიჩუმესა და სიბნელეში იბადება“ - 8 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

1791472383
მაიას ტომი

მაიას კალენდარი დროის ციკლებს ადამიანის პირად და კოლექტიურ ენერგიებთან აკავშირებს. მისი ინტერპრეტაციების მიხედვით, თითოეულ დღეს განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობა და გავლენა აქვს, რის გამოც ამ სისტემით მომზადებული ასტროლოგიური პროგნოზები განსაკუთრებით პოპულარულია მათ შორის, ვინც დღის ენერგიისა და ტენდენციების გააზრებას ცდილობს.

გთავაზობთ 8 ოქტომბრის პროგნოზს, რომელიც მაიას კალენდრის ინტერპრეტაციებს ეფუძნება:

კინ 43 ლურჯი თვითარსებული ღამე.

კინ 43 არის სიზმრების, ინტუიციის, შინაგანი სივრცისა და უხვი შესაძლებლობების სტრუქტურირების ენერგია. ეს არის დღე, როდესაც მოგვეწოდება, ჩავუღრმავდეთ ჩვენს ქვეცნობიერს, გამოვიყენოთ ინტუიციური ხედვისა და ოცნებების ძალა, მივცეთ მკაფიო ფორმა ჩვენს შინაგან ხედვებს და დავამყაროთ სიმშვიდე.

ეს კინი მდებარეობს ყვითელი მზის (განმანათლებლობის/უნივერსალური ცეცხლის) ტალღურ მოდულში, სადაც იკავებს მე-4 (თვითარსებულ) პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ უნივერსალური სინათლისა და სიცოცხლის 13-დღიან გზაზე დღეს შევდივართ ფორმირებისა და განსაზღვრის ეტაპზე — ინტუიცია და სიზმრების სიბრძნე ხდება ის უნივერსალური ძალა, რომელიც გვეხმარება შინაგანი სიმდიდრის რეალურ სტრუქტურებად და საიმედო საყრდენად გარდაქმნაში.

მზის ბეჭედი: ლურჯი ღამე (აკბალი)

ლურჯი ღამე არის სიზმრის, ინტუიციის, უხვი პოტენციალისა და შინაგანი სამყაროს ენერგია.
ძირითადი თვისებები: სიზმარი, ინტუიცია, სიუხვე, შინაგანი სივრცე.

მისი მისიაა: შეგვახსენოს, რომ ყოველი ხილული ფორმა ჯერ სიჩუმესა და სიბნელეში იბადება. მისი დანიშნულებაა დაგვეხმაროს ინტუიციის მოსმენაში, შინაგანი რესურსების აღმოჩენასა და ოცნებების მატერიალიზებაში.

ტონი: მე-4 - ფორმის თვითარსებული ტონი (კან)

მე-4 ტონი პასუხისმგებელია განსაზღვრაზე, ფორმის მიცემასა და სტრუქტურის შექმნაზე.

ძირითადი თვისებები: განსაზღვრა, ფორმა, სტრუქტურა, ზომიერება.

მისი მისიაა: გვიპასუხოს კითხვაზე: „რა ფორმა მიიღოს ჩემმა მოქმედებამ?“ მე-4 ტონი გვეხმარება საზღვრების დადგენაში, იდეების დალაგებასა და მათთვის მყარი საფუძვლის შექმნაში.

დღის აფირმაცია:

„მე განვსაზღვრავ ფორმას ინტუიციის მეშვეობით.
მე ვახდენ სიზმრების გაცნობიერებას, ვენდობი შინაგან სიუხვეს და ვაკავშირებ თვითარსებულ სტრუქტურას.
მე ვენდობი წმინდა სიჩუმეს და თვითარსებულ ჰარმონიას.
მე ვარ ლურჯი თვითარსებული ღამე!“

დღის მთავარი დევიზი:

მიეცი შენს ოცნებებსა და ინტუიციას მკაფიო, საიმედო ფორმა. ჩაიხედე საკუთარ სიღრმეში, ენდე შენს შინაგან წინათგრძნობას და ააგე შენი რეალობა უხვი შესაძლებლობების მყარ საძირკველზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როცა ამაყი ხარ შენი ქვეყნით“ - რა კადრებს აქვეყნებს თამო ვაშალომიძე

🎥 „დაგროვებითი ეფექტი აქვს, საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოიტანს“ - როგორ ეხმარება თვითდისციპლინა 5 შვილის დედას

🎥 მიტოქონდრია: ახალგაზრდობის ელექსირი ჩვენს ორგანიზმში - ნინო ვაშაკიძის რჩევები

✕