Digest Logo

🎥 „დაგროვებითი ეფექტი აქვს, საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოიტანს“ - როგორ ეხმარება თვითდისციპლინა 5 შვილის დედას

1791467680
ნინი გოზალიშვილი

ნინი გოზალიშვილი არის ქართველი ციფრული ფსიქოლოგი, პიროვნული ზრდის მენტორი, ქოუჩი და 5 შვილის დედა. იგი საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი საქმიანობით ადამიანის ცნობიერებისა და თვითშემეცნების მიმართულებით, ასევე წარმატებული მრავალშვილიანი დედის სამაგალითო პროფილით.

იგი გადაცემის „იმედის დღე“ სტუმარი იყო, სადაც თვითდისციპლინის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„თვითდისციპლინის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა 5 შვილი და კარიერა. ამ ყველაფერს მოაქვს ძალიან დიდი კმაყოფილება, თავდაჯერებულობა, ენერგია და ზოგადად, ჩვენი მიზნების მიღწევასა და სურვილების განხორციელებაში ძალიან გვეხმარება ყოველდღიური ჩვევები.

დამოკიდებული ვერ ვიქნებით მხოლოდ მოტივაციაზე, ის ხან არის, ხან არ არის. გვინდა თუ არ გვინდა, რაღაცებამდე რომ მივიდეთ, უნდა გადავიხადოთ გარკვეული საფასური და ეს არის დისციპლინა და ქცევა, რასაც დაგროვებითი ეფექტი აქვს, საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ შესაძლებლობას მოიტანს“, - ამბობს ნინი გოზალიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მიტოქონდრია: ახალგაზრდობის ელექსირი ჩვენს ორგანიზმში - ნინო ვაშაკიძის რჩევები

🎥 „ცერებრული დამბლა მაქვს, სულ მესმოდა შეკითხვა: „რატომ ხარ ასეთი?“, მიღებულმა ტრავმამ ჩემზე უდიდესი კვალი დატოვა“ - მონიკა ახვლედიანი

🎥 „ჩემს მუსიკას სარეაბილიტაციო ცენტრში ავადმყოფებს გამოსაჯანმრთელებლად ასმენინებენ“ - რას ჰყვება გოჩა იაშაღაშვილი

✕