მიტოქონდრია წარმოადგენს უჯრედის ორმემბრანიან ორგანოიდს, რომელსაც ხშირად „უჯრედის ელექტროსადგურს“ უწოდებენ, რადგან მისი მთავარი ფუნქცია ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიის - ადენოზინტრიფოსფატის (ატფ) წარმოქმნაა.
მიტოქონდრიები გვხვდება თითქმის ყველა ევკარიოტულ უჯრედში (ცხოველებში, მცენარეებსა და სოკოებში) და უზრუნველყოფენ უჯრედული სუნთქვის პროცესს.
მიტოქონდრია როგორც ახალგაზრდობის ელექსირი ჩვენს ორგანიზმში - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა, რეფლექსოთერაპევტმა და ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძემ ისაუბრა:
„მიტოქონდრიას აქვს თავისი დეენემი, მის ნაწილებში მიდის მუტაცია, ოღონდ ამან რამე არ გამოიწვიოს, ამოჭრის და მოკვდება, ხვდება დაფეხვილი, ვეღარ მრავლდება ისე, როგორც უნდა მრავლდებოდეს, მრავლდება არაჯანსაღი.
ჯანმრთელი სხეული არის ლამაზი. თუ ჯანმრთელი გაქვს წელი, გაქვს თხელი კოჭი, თუ გაქვს ჯანმრთელი კისერი, გაქვს კარგი კანი. ეს ყველაფერი მიდის მიტოქონდრიამდე. ყველაფერი შენი ბრალია. კვება და ძილი, ყველაფერი მოქმედებს მიტოქონდრიაზე.
შეგვიძლია მიტოქონდრიის გაღვიძება, გაჯანსაღება, ამისთვის აუცილებელია სწორი საკვება, მინიმუმ 10 000 ნაბიჯი დღეში“, - ამბობს ნინო ვაშაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: