Digest Logo

„ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, შემთხვევით დამთხვევებს და შინაგან შეგრძნებებს“ - თაკო მელიქიშვილი 14 აგვისტოს დღის ენერგიებზე

1786687971
თაკო მელიქიშვილი

14 აგვისტო | დღე, როცა უნდა თქვა „დიახ“

დღის ენერგიებია: 5 • 5 • 1.

ჯერ კიდევ ახალი მთვარისა და დაბნელებების დერეფნის პერიოდში ვართ, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნიშნების შემჩნევა და საკუთარი ინტუიციის მოსმენა.

შესაძლოა, დღეს თავში მოსული პირველი აზრი ყველაზე სწორი აღმოჩნდეს. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, შემთხვევით დამთხვევებსა და შინაგან შეგრძნებებს. თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ, სთხოვეთ სამყაროს ან ღმერთს, ნიშანი გამოგიგზავნოთ.

დღეს გაბედული გადაწყვეტილებების დღეა.

აგარაკზე წასვლას ფიქრობდით? წადით!

პაემანზე დაგპატიჟეს? დათანხმდით!

ახალი პროექტი შემოგთავაზეს? მიიღეთ და დანარჩენს გზადაგზა გაერკვევით.  

დღეს სწორედ ის დღეა, როცა შეგიძლიათ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ მთავარია, სახლში არ იჯდეთ და ეჭვებში არ ჩაიკარგოთ.

სცადეთ რაიმე ახალი: მოინახულეთ ახალი პარკი, გამოფენა, თეატრი ან ქალაქში თქვენთვის უცნობი ადგილი. გაიარეთ ახალი გზით, რაც უფრო მეტი სიახლე იქნება დღეს, მით უკეთესი.

აუცილებლად ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე, ხელით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფიქრებსაც დღეს მათ განსაკუთრებული ძალა აქვს. ნუ იფიქრებთ ცუდზე, იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ.

დღეს პარასკევია! გოგოებო, აუცილებლად გაანებივრეთ საკუთარი თავი, შეიძინეთ რაიმე სასიამოვნო, გამოეწყვეთ და დატკბით დღით. ბიჭებო, თქვენც ნუ დაგავიწყდებათ საყვარელი ქალების გახარება.  

დაიჯერეთ ქალის მიმართ სითბო და კარგი დამოკიდებულება ფინანსური სიუხვითაც დაგიბრუნდებათ.

დღეს იდეალურ მომენტს ნუ დაელოდებით იმოქმედეთ, სცადეთ, დათანხმდით და აიღეთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით!
იყავით ბედნიერები, საყვარლები და სიუხვით სავსე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო

⭕„14 აგვისტო ბრწყინვალე იდეების დღე, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ განხორციელებას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ...“ - ასტროლოგი

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა ფინანსური თვალსაზრისით განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი იქნება