Digest Logo

🎥 „ყველა პლანეტამ შეიძლება მოგიტანოს წარმატება, თუმცა მათ თავიანთი პირობები აქვთ...“ - რატომ არ მუშაობს იუპიტერი და რაზეა დამოკიდებული ნატალური რუკის რეალიზება? ლია ბარათაშვილი

1785740315
ლია ბარათაშვილი

ასტროლოგი ლია ბარათაშვილი სტუმრად იუთუბის პოდკასტში „ცის სარკე“ იმყოფებოდა, რომლის წამყვანიც ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილია.

ასტროლოგია ჯადოქრობა არ არის - რატომ არ მუშაობს იუპიტერი ქმედების გარეშე და რაზეა დამოკიდებული ნატალური რუკის რეალიზება? ასტროლოგი განმარტავს, თუ რატომ იღებენ ერთსა და იმავე დროს დაბადებული ადამიანები პლანეტების ენერგიას სრულიად განსხვავებულად და რა არის სამყაროს მთავარი კანონი წარმატების მისაღწევად:

„რეცეპტი არ არის, ასე უნდა იყოს თუ ისე. იუპიტერი არის წარმატების პლანეტა. ზოგიერთი ადამიანი ამბობს: „იუპიტერი მე-3 სახლში მყავს, რატომ არ მაქვს წარმატება?“, მაგრამ აქ ასე პირდაპირ არ ხდება პროფესიული წარმატება. როცა იუპიტერი იყო სხვა სახლებში, მაშინ რა გააკეთე? რამე ისწავლე ან ჩადე? იჯექი და ელოდებოდი, როდის ავიდოდა შენს სახლში იუპიტერი? თუმცა ასე ეს არ მუშაობს. არ გაძლევენ წარმატებას და წარუმატებლობას პლანეტები, პლანეტა არ არის ჯადოქარი. არის ასეთი მომენტებიც, თუნდაც იშვიათად. ის კი არ გეუბნება, მე მოვალ და ბონუსს მოგიტანო - გეუბნება, რომ რაღაც გააკეთო, ამიტომ საჭიროა ქმედება.

ყველა პლანეტა რაღაცის სიმბოლოა, ყველა პლანეტამ შეიძლება მოგიტანოს წარმატება, თუმცა მათ თავიანთი პირობები აქვთ. ვენერას თავისი პირობა აქვს, ამიტომ, რამე თუ არ შეასრულე, არავინ არაფერს არ მოგიტანს. გვინდა, ყველას ძალიან უნდა, თუმცა ეს ასე არ ხდება, ეს არის სამყაროს კანონი. ასტროლოგია არის იმისთვის, რომ მან სწორი მიმართულება მოგცეს, პროგნოზირება გააკეთო.

თუმცა არის შემთხვევები და ელემენტები, როცა თავის ნატალურ რუკას ადამიანი ვერ იღებს. ამისთვის საჭიროა ადამიანი გვერდით გეჯდეს. შეიძლება ის ადამიანი ცხოვრობს 5 პლანეტის დონეზე: ჭამს, სვამს, სძინავს, ფულს შოულობს, ჩვენ ხომ არ ვიცით წინასწარ? ერთი და იგივე რუკა შეიძლება ერთ დღეს, ერთ დროს დაბადებულმა ადამიანებმა სხვადასხვაგვარად მიიღონ. აბსოლუტურად ერთნაირ და მსგავს პირობებში დაბადებული ადამიანები რუკას სხვადასხვაგვარად იღებენ.

მაგალითად, ვიღაც დაიბადა 100 ათასით, ვიღაც - 10 ლარით. ვისაც 100 ათასი აქვს, აქვს ორი გზა: შეუძლია, ერთის მხრივ, ეს ფული გადააქციოს მილიონად, ან არაფერი გააკეთოს, გაფლანგოს და დაჯდეს ნულზე. ვინც 10 ლარით დაიბადა, შეიძლება დაემორჩილოს და გახდეს მათხოვარი, ან იშრომოს უფრო მძიმე პირობებში და შემდეგ გამდიდრდეს“, - ამბობს ლია ბარათაშვილი.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ქეით მიდლტონი ბრიტანეთის ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ ქალად დასახელდა

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია