Digest Logo

„ყველაზე დიდი ენერგია არ დევს იქ, სადაც რაღაც მარტივად გამოგდის, სუსტი პლანეტა არ არის შენი სისუსტე“ - უჩა სიხარულიძე

1776169399
უჩა სიხარულიძე

ასტროლოგი უჩა სიხარულიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად გამომწერებს საინტერესო ინფორმაციებს უზიარებს.

ამჯერად, იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სუსტი პლანეტა არის ზონა, სადაც შეგიძლია გახდე სხვებზე ძლიერი, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: 

„შენი სუსტი პლანეტა, შენი ყველაზე დიდი პოტენციალია.

ადამიანი ყოველთვის ცდილობს დამალოს სისუსტე და სწორედ აქ უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას.

ასტროლოგიურად, ყველაზე დიდი ენერგია არ დევს იქ, სადაც რაღაც მარტივად გამოგდის. ის დევს იქ, სადაც გიჭირს.

სუსტი პლანეტა არ ნიშნავს, რომ ეს სფერო უნდა გამორიცხო. ეს ნიშნავს, რომ აქ გაქვს დაუმუშავებელი ძალა.

მაგალითად: თუ მარსი სუსტია, შეიძლება გიჭირდეს საკუთარი თავის დაცვა, მოქმედება, გადაწყვეტილების მიღება.
მაგრამ როდესაც ამას ამუშავებ, ხდები ადამიანი, რომელიც ძალიან ზუსტად და ძლიერად მოქმედებს, რადგან ამ ნაწილში იმუშავე საკუთარ თავზე.

თუ ვენერა სუსტია, შეიძლება გიჭირდეს სიყვარულის მიღება, საკუთარი ფასის შეგრძნება, მაგრამ როცა ამას აცნობიერებ, შენში იბადება ნამდვილი ღირებულებების განცდა, რომელიც ბევრს საერთოდ არ აქვს.

თუ მერკური გაქვს დაზიანებული, შეიძლება გიჭირდეს სწორი კომუნიკაცია, აზრის გამოთქმა.
მაგრამ ამაზე მუშაობით შეგიძლია გახდე ადამიანი, რომელიც ზუსტად ამბობს იმას, რასაც სხვები ვერ აყალიბებენ.

სადაც გიჭირს იქ გროვდება ენერგია და თუ ამ ენერგიას გაექცევი, ის გახდება შიში.

თუ ამ ენერგიას შეხვდები - ის გახდება ძალა.

სუსტი პლანეტა არ არის შენი სისუსტე. ეს არის ის ზონა, სადაც შეგიძლია გახდე სხვებზე ძლიერი, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: თუ არ გაექცევი“, - წერს უჩა სიხარულიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ახლა უნდა დაარქვა სახელი შენს სურვილს, ძალას, გზას...“ - ასტროლოგი 17 აპრილის ახალმთვარეობაზე

„როცა მას სტკივა, ღმერთს სტკივა, როცა ქრისტეს სტკივა, ღმერთს სტკივა“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„საქართველო ძლიერი დასაყრდენი ბაზაა მუსლიმურ სამყაროში, ამიტომ ვხედავ, ერთი გოჯი მიწაც კი არ მოაკლდება მას“ - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება