ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როცა მას სტკივა, ღმერთს სტკივა,
როცა ქრისტეს სტკივა, ღმერთს სტკივა,
და თან სტკივა არა თავის ტკივილი — არამედ ყველას ტკივილი ერთად,
ჯამში შეკრებილი;
რადგან ღმერთი დროის მიღმაა,
ღმერთთან დრო არ არის,
ამიტომ,
შენ რომ დღეს სცოდავ,
შენ რომ ხვალ შესცოდავ,
შენ რომ ზეგ გამოავლენ ამპარტავნებას, სიამაყეს, ეგოიზმს და ქვენაგრძნობებს დაემორჩილები — ამით ღმერთს სტკენ ჯვარზე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: