Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო 4 თვე განსაკუთრებით წარმატებული იქნება

1747132061
კვირის ჰოროსკოპი

პლანეტა პლუტონს ასტროლოგიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. აღნიშნულ პლანეტას ადამიანების ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შემოაქვს და მათ პიროვნულ ზრდაში ეხმარება. 

2025 წლის დასაწყისიდანვე ასტროლოგები გვაფრთხილებდნენ, რომ ახალი წელი რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. თუმცა, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობაში იყო, რაც ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. სწორედ ამიტომ, წლის დასაწყისი ბევრისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდი აღმოჩნდა. 4 მაისიდან კი რეტროგრადული მოძრაობა პლუტონმა დაიწყო. აღნიშნული პლანეტა რეტროგრადულ მოძრაობას 13 ოქტომბრამდე გააგრძელებს. 

ზოგიერთისთვის, მომდევნო 4 თვე საკუთარი ძალების გამოცდის დრო იქნება. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდება.

პირველ რიგში, ეს მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს ეხებათ. მომდევნო 4 თვე გადაფასების პერიოდი იქნება და გაგიჩნდებათ განცდა, რომ, თითქოს, თქვენგან ახალი ადამიანი იბადება. მკაფიოდ გააცნობიერებთ თქვენს მიზნებს, შეაფასებთ ურთიერთობებს, გექნებათ შანსი, კარიერული და პიროვნული განვითარების, ფინანსურად დაწინაურებისა და გეგმების შესრულების.

გარდა ამისა, თევზების ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც ახალი ეტაპი დაიწყება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, უახლოესი თვეების განმავლობაში საბოლოოდ ყველაფრის რეალურ ფორმას ნახავთ. ეს ეხება როგორც მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, ასევე საქმიან გარემოს. შესაძლოა, გააცნობიეროთ, რომ სხვისი მიზნებისთვის ცხოვრობთ და ის, რასაც აკეთებთ, თქვენთვის უსიამოვნოა. როგორც კი გააცნობიერებთ, რა გსურთ, რისი მიღწევა გინდათ, არც იღბალი და წარმატება დააყოვნებს.

ცვლილებები ელოდებათ მორიელის ნიშნის წარმომადგენლებსაც. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მომდევნო თვეები შინაგანი ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. ცრუ შეხედულებებზე, ილუზიებზე უარს საბოლოოდ იტყვით, თავდაჯერებულობის მომატებას იგრძნობთ და შეძლებთ, ცხოვრების ყველა სფეროს განსხვავებული თვალით შეხედოთ. ცვლილებების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ და მოტივაციაც მოგემატებათ, რაც ცხოვრების სრულიად ახალ, ბევრად უკეთეს ეტაპზე გადაგიყვანთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი, ბავშვებს ფეხბურთზე სიარული უნდათ მის გამო, ამაზე დიდი მიღწევა ადამიანს არა მგონია ჰქონდეს“ - გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელიაზე

🎥 „მამას ანიტა“ - სოსო ნებიერიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „გოგონებს უფრო მეტად სჭირდებათ შექება და წახალისება, ვიდრე ბიჭებს“ - რატომ აქვთ საჯაროდ საუბრის შიში მოსწავლეებს?!

წყარო: www.beaumonde.ge