Digest Logo

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აპრილში გარკვეული სირთულეები ელოდება

1743056427
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

2025 წლის აპრილი წარმატებული დღეების პარალელურად, გარკვეული გამოწვევებითაც იქნება დატვირთული. მარსის არახელსაყრელი ასპექტი, რეტროგრადული მერკური, პლუტონისა და სატურნის გავლენა ბევრ ჩვენგანს კარიერასა და პირად ცხოვრებაში სირთულეებს მოუტანს და ემოციურ მდგომარეობაზეც განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. თუმცა, ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ასტროლოგები ურჩევენ, რომ შედარებით ფრთხილად იყვნენ:

კირჩხიბი

აპრილი კირჩხიბებისათვის ერთგვარი გამოცდა იქნება. ამ თვეში მზე და მარსი კირჩხიბის ნიშანთან დაძაბულ ასპექტშია, რაც ემოციურ არასტაბილურობას გამოიწვევს და კომუნიკაციას გაართულებს. შედარებით რთული პერიოდი ოჯახსა და პირად ურთიერთობებში გექნებათ. შესაძლოა, თავი ძველმა წყენამ იჩინოს, გაგიჭირდეთ ახლობლებთან კომუნიკაცია და კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. აპრილში თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი სიტყვებისა და ემოციების გაკონტროლება შეძლოთ. ერთმა უწყინარმა ფრაზამაც კი შესაძლოა, დიდი სკანდალი გამოიწვიოს. გარდა ამისა, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობაშიც სიფრთხილე გამოიჩინეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, იმედგაცრუების რისკი არსებობს. არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები, შეეცადეთ, ხშირად დაისვენოთ, განიტვირთოთ და მოტივაცია იპოვოთ. თვის ბოლოსკენ ყველაფერი გამოსწორდება.

სასწორი
 
პლანეტა მარსის საპირისპირო პოზიცია თქვენს ნიშანთან გარკვეულ სირთულეებს მოგიტანთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, შესაძლოა, 2025 წლის აპრილი თქვენთვის სწორედ პლანეტა მარსის გავლენით ერთ-ერთი ყველაზე სტრესული თვე აღმოჩნდეს. სასწორი სიმშვიდითა და დიპლომატიის უნარით გამოირჩევა. თუმცა, ყველაზე მშვიდმა ადამიანებმაც კი შესაძლოა, ემოციების მოზღვავება იგრძნონ. სამსახურში შეიძლება, ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ ან თავად იგრძნოთ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვალოთ. რეტროგრადულმა მერკურმა შესაძლოა, უფროსთან, კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობა გაართულოს. ამიტომ, ფრთხილად იყავით. ასევე, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებას. თუ დოკუმენტებზე ხელმოწერა გიწევთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ. გარდა ამისა, თქვენი მმართველი პლანეტა, ვენერა, სატურნთან რთულ ასპექტში იქნება. ამიტომ, შესაძლოა, პირად ცხოვრებაშიც პრობლემები შეგექმნათ და ის სირთულეები, რაც უკვე არსებობდა, კიდევ მეტად გააქტიურდეს. აპრილის ბოლოსკენ ყველაფერი გამოსწორდება. იქამდე კი შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ, საკუთარ თავს დასვენების შესაძლებლობა მისცეთ და არსებულ პასუხისმგებლობებზე კონცენტრირდეთ.

თხის რქა

პლანეტა პლუტონი, რომელიც ახლა თქვენს ნიშანშია, სატურნთან არასასიამოვნო ასპექტს ქმნის, რამაც შესაძლოა კარიერის, ფინანსებისა და ემოციური მდგომარეობის თვალსაზრისით, გარკვეული სირთულეები შეგიქმნათ. სამსახურში შეიძლება, ახალი პასუხისმგებლობები გქონდეთ და სიტუაციასთან გამკლავება რთული აღმოჩნდეს. გარდა ამისა, შესაძლოა, გარკვეულმა გარემოებებმა გაიძულოთ, სამსახური დატოვოთ და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ სფეროში სცადოთ. ასევე, აპრილში არარაციონალურ ხარჯებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და თანხა გამოიყენეთ მხოლოდ იმისთვის, რაც რეალურად გჭირდებათ. ემოციურმა არასტაბილურობამ შესაძლოა, თვის განმავლობაში მოტივაცია ხშირად დაგიკარგოთ, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი სირთულეებია. მალე ყველაფრის დალაგებასა და ენერგიის აღდგენას მოახერხებთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიქმენით და მოიპოვეთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, გქონდეთ ღმერთთან კონტაქტი...“ - გიორგი ლობჯანიძე 29 მარტის მზის დაბნელებაზე

⭕ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ ვიხილეთ ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები და ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

წყარო: www.beaumonde.ge