Digest Logo

„შეიქმენით და მოიპოვეთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, გქონდეთ ღმერთთან კონტაქტი...“ - გიორგი ლობჯანიძე 29 მარტის მზის დაბნელებაზე

1743055895
გიორგი ლობჯანიძე

14 მარტს დაწყებული დაბნელების დერეფანი 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება.

დაბნელება იქნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და მის გავლენას ფაქტობრივად, ყველა იგრძნობს. ეს არ არის მხოლოდ ასტრონომიული ფენომენი - ეს არის კარმული მომენტი, რომელზედაც დამოკიდებულია, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების განმავლობაში.

როგორ მოვემზადოთ ამ მოვლენისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება წარმატებული და ჰარმონიული იყოს ამ პერიოდში - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს:

„მარტის თვის ბოლო დღეები, ფაქტობრივად, ახალი ეპოქალური ციკლის დასაწყისია, ხოლო სანამ ამ ყველაფერზე ცალკე ვისაუბრებდე, გეტყვით, რომ ზეგ გვექნება მზის დაბნელება. მნიშვნელოვან ტენდენციებზე დაბლა მოგახსენებთ.

მზის დაბნელება 29 მარტს თბილისის დროით დაიწყება 12:50 საათზე, მაქსიმუმი იქნება 14:47 საათზე ვერძის 9 გრადუსზე და პროცესი დასრულდება 16:43 საათზე.

ასპექტაციური თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი, რომ პიკზე რამე სერიოზულ დაძაბულობასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და შესანიშნავი დროა ახალი პერსპექტივების გამოვლენისა და საქმიანი საფუძვლების ჩაყრისთვის!

ვერძი - კარდინალური ფენის წარმომადგენელია, სტიქია ცეცხლი. მეტად მოიერიშე, პირდაპირი, მამაკაცური, რაინდული, აგრესიული მეომარია, რომელსაც კარგად გამოსდის საკუთარი ინტერესების დაცვა და მიზნის რეალიზაცია. სწორედ, ეს დროც ეთმობა პირადი ,,მე-ს’’ განახლებასა და მოტივების წინა ხაზზე წამოწევას.

თქვენ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა:

რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში?

სად გაქვთ დიდი კითხვის ნიშანი დასმული და ხომ არ გადახედავდით ტაქტიკას, სადაც გაატარებდით გარკვეულ რეფორმებს?

ვერძში მზის დაბნელება გვასწავლის, როგორც ჩვენი, ასევე სხვათა ინტერესის დაცვისა და გააზრების უნარებს.

პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ მოცემულობას ვერ მიიღებთ, ძველ კარს არ დახურავთ და არ გათავისუფლდებით წარსულის პრობლემებისგან.

გაწერეთ პროგრამა, თუ რა გაქვთ შესასრულებელი მომდევნო სულ მცირე 1 და მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში, ანუ მომდევნო მზე-მთვარის დაბნელების პერიოდებამდე!

პიკის დროს გვექნება მშვენიერი ,,სექსტილი“ ტრანსფორმაციის პლანეტა პლუტონზე, რაც ამარტივებს შანსებს და მიზნისკენ მიმავალ გზებს. კარგი დროა პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის, აბსოლუტურად ახალი ნაბიჯების გადადგმის და დაწყებისთვის!

შეიქმენით და მოიპოვეთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. ვერძი - ბრძოლის და ზუსტად გამარჯვების ნიშანია!
სულ მცირე, 20 აპრილამდე, უბრალოდ გაწერეთ გეგმები, რას განახორციელებდით? რა არის ზედმეტი და რა საჭირო დადებითი მომავლის შექმნისთვის ...

ახლა პლანეტა მერკურიც რეტროგადულია პლანეტა ვენერასთან ერთად, ამიტომ ჯერ მთელი სამუშაო პროცესი მიმართეთ თქვენი თავისა და ქვეცნობიერისკენ, ხოლო შემდგომ კი გადადით იდეის დაწყებაზე.

ამ რამდენიმე დღის მანძილზე ერიდეთ სერიოზულ კონფლიქტებსა და გაუგებრობებს, საქმის გარჩევებს, ზღვარგადასულ სიჩქარეს, ექსტრემალურ ვითარებებს, დიდი რაოდენობით სმას, დალევას, ნუ გადატვირთავთ ნერვულ სისტემას და განსაკუთრებით ორგანოებიდან ,,თავის არეზე“ მოდის დიდი დაწოლა, აგრეთვე, სარისკო სპორტული ღონისძიებები და შეჯიბრებები არაა დიდად რეკომენდებული, თუმცა ზოგიერთ თქვენგანს, ვინც სპორტსმენები ხართ, პარალელურად, დიდი აღიარებაც გელოდებათ!

მეტი დაისვენეთ, გქონდეთ ღმერთთან, თქვენს მფარველ ანგელოზთან და ნათელ ძალებთან კონტაქტი, ლოცვა, იფიქრეთ, როგორც სულიერ, ისე პირადი მიზნების განხორციელებაზე!

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ ვიხილეთ ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები და ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

🎥 ზოდიაქოს რომელმა ნიშანმა უნდა აირიდოს კონფლიქტები და შეინარჩუნოს სიმშვიდე? - 27 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან