Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს

1752146805
ჰოროსკოპი

ურანი, მოულოდნელი ცვლილებებისა და თავისუფლების პლანეტა, 7 ივლისიდან კონსერვატიული კუროს ნიშნიდან ტყუპების ნიშანში გადავიდა და ახალი, 7-წლიანი ციკლი დაიწყო. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს მოვლენა ნამდვილი კოსმოსური რევოლუციაა.

აღნიშნული კომბინაცია ბევრ ადამიანს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს უმზადებს, მათ შორის, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და მკვეთრი ცვლილება იქნება.

აღნიშნული ტრანზიტის გავლენას თითოეული ადამიანი იგრძნობს. თუმცა, ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა სრულ ტრანსფორმაციას გამოიწვევს.

ეს ნიშნებია: ტყუპები, მშვილდოსანი, ქალწული და თევზები.

მოემზადეთ, მომდევნო 8 წლის განმავლობაში ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალურ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. პლანეტა ურანი გაანადგურებს ყველაფერს, რაც მოძველებული და არასაჭიროა და გაგიხსნით გზებს, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები დაგეგმოთ.

ტყუპები

იმიჯისა და სტილის სრულ ცვლილებას, ახალი ნიჭისა და შესაძლებლობების, ასევე ყველაფერში ექსპერიმენტების ჩატარების სურვილს უნდა ელოდოთ. შეიძლება, ვერც დაიჯეროთ, იმდენად კარგად წარიმართება ყველაფერი. მთავარია, იმოქმედოთ და პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ. 7-წლიანი რთული, განსაცდელებით სავსე პერიოდის შემდეგ, დრამატული ცვლილებების დრო დგება. მოემზადეთ მოულოდნელი შემობრუნებებისთვის. პლანეტა ურანი თქვენს პიროვნებას მთლიანად გარდაქმნის. მიენდეთ ცხოვრების დინებას - დაუგეგმავი ცვლილებებიც კი უკეთესობისკენ მიგიყვანთ.

ქალწული
 
პროფესიულ სფეროში რადიკალური ცვლილებები, სტატუსისა და ავტორიტეტის ცვლილება, ასევე მოულოდნელი სამუშაო შეთავაზებები - პლანეტა ურანი თქვენს ჰორიზონტებს გააფართოებს და დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მოგცემთ. კარიერული წინსვლა, ახალ გარემოში გადასვლის შესაძლებლობა, სიახლეები პირად ცხოვრებაში - უბრალოდ, მოემზადეთ, რადგანაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა თქვენთვის არაფერს დატოვებს ისე, როგორც აქამდე იყო. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. წინ ძალიან საინტერესო პერიოდი გელოდებათ.

მშვილდოსანი

ტოქსიკური ურთიერთობებისაგან საბოლოოდ გათავისუფლდებით და ეს თქვენთვის იმდენად დიდი შვება და თავისუფლება იქნება, რომ ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები გელოდებათ. ასევე, შესაძლოა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ, ისწავლოთ ახალი საქმე, განსხვავებულ სფეროში გამოცადოთ თქვენი თავი და დაწინაურდეთ.

თევზები

ცხოვრების პირობებში მოულოდნელი ცვლილებები, კარიერული წინსვლა და ოჯახური კავშირების შესაძლო დაშლა ან განმტკიცება გელოდებათ. გექნებათ შანსი, ძალიან დიდი თავგადასავლები დაგეგმოთ, ესტუმროთ ახალ ადგილებს, შეისწავლოთ რაღაც განსხვავებული, მოულოდნელად ჩამოშორდეთ იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც არასწორი წარმოდგენა გქონდათ ან შეხვდეთ საინტერესო ხალხს. ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. პლანეტა ურანი არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო სიყვარულო“ - ევა ბარბაქაძემ რჩეული გამოაჩინა

⭕„მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და ინფორმაციებს! მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს და ხვალ ნუ მიიღებთ“ - მიხეილ ცაგარელი 11 ივლისის სავსემთვარეობაზე

⭕„ასხივებთ ბედნიერებას“ - მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

წყარო: www.beaumonde.ge