რეტროგრადული ნეპტუნის პერიოდი უკვე დაიწყო და იგი 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ეს დრო ფარული ამბების გამჟღავნების პერიოდად იქცევა. ახლად აღმოჩენილი ჭეშმარიტებები მათ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარება და სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებაში ხელს შეუწყობს:
ვერძი
ვერძებმა შეიძლება, ისეთი სიმართლე გააცნობიერონ, რომლის აღიარებაც საკუთარ თავთანაც კი დიდხანს არ სურდათ. თავიანთი სურვილებისა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება მათ საკუთარი ძალების რწმენას დაუბრუნებს. საბოლოო ჯამში, თავდაჯერებულობა და კრეატიულობა მათ წინაშე უფრო ფართო პერსპექტივებს გადაშლის.
სასწორი
სასწორები დაინახავენ, თუ ვინ უჭერს მათ მხარს გულწრფელად და ვინაა ყალბი მეგობარი. ზოგიერთი ურთიერთობა შეიძლება, დასრულდეს. თუმცა, ეს იმ ადამიანებისთვის გაათავისუფლებს ადგილს, რომლებიც მათ ნამდვილად აფასებენ. მიღებული სიმართლე მათ უფრო ძლიერი თანამოაზრეების წრის შექმნაში დაეხმარება.
თხის რქა
თხის რქებმა შეიძლება, ოჯახური საიდუმლოებები შეიტყონ. ასევე, შესაძლოა, გამჟღავნდეს ფაქტები, რომლებსაც ახლობლები დიდხანს მალავდნენ. ამავდროულად, მოულოდნელი ფინანსური შანსი მათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება, თუკი გარშემომყოფების მიმართ ყურადღებით იქნებიან.
თევზები
თევზებს ძალიან გამახვილებული ინტუიცია ექნებათ. მათ შინაგან ხმას უნდა მოუსმინონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე ფაქტებიც უნდა გადაამოწმონ. ისინი იმ კითხვებზე იპოვიან პასუხებს, რომლებიც დიდხანს არ ასვენებდათ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სანამ პატარას შევხვდები...“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
წყარო: www.beaumonde.ge