Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც ადამიანები არ უყვართ

1745666103
 ჰოროსკოპი

მიზანთროპია - ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ღრმა უნდობლობას და სიძულვილს ადამიანების მიმართ. მიზანთროპები სამყაროს ხშირად აღიქვამენ ადგილად, რომელიც სავსეა ზედაპირულობით და ფარისევლობით, განიცდიან იმედგაცრუებას ან ზიზღს სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას. ინტროვერტებისგან განსხვავებით, რომლებსაც უბრალოდ ძალიან უყვართ განმარტოვება, ვიდრე კამპანიაში ყოფნა, მიზანთროპები აქტიურად არიდებენ თავს სოციალურ ურთიერთქმედებას და ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ადამიანური ბუნების მიმართ.

ასტროლოგების აზრით, მიზანთროპები უმეტესწილად იბადებიან შემდეგი ოთხი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ:

მორიელი

მორიელები ცნობილი არიან თავისი უნდობლობით ადამიანების მიმართ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ელანდებათ ღალატი, ამიტომ, მუდმივად ეჭვიანობენ და ჩასაფრებული არიან. მათი მიზანთროპია ვლინდება უხეშ ქცევასა და მოუზომავ საუბარში. საზოგადოებაში ადაპტირების ნაცვლად, მორიელებს ურჩევნიათ იზოლაცია და საკუთარ განცდებსა და ემოციებში ჩაკეტვა.

თხის რქა

თხის რქები თავისი ბუნებით სკეპტიკოსები არიან და ხშირად, ადამიანებში ხედავენ დაბრკოლებებს მათი მიზნების მიღწევის გზაზე. თხის რქების პესიმიზმი ადამიანური ბუნების მიმართ და უხეში განსჯის თვისება, მათ წარმოაჩენს როგორც უგულო და შეუწყნარებელ ადამიანს. თხის რქები ეძებენ კამპანიას მხოლოდ მაშინ, თუ სიტუაციას გარკვეული სარგებელის მოტანა შეუძლია.

ქალწული

ქალწულები - ანალიტიკური და კრიტიკული ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად ნაწყენი რჩებიან სხვების დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ქცევით. მათი მიზანთროპია გამოიხატება სხვების ნაკლოვანებების მიუღებლობაში, ამიტომ, მათ ხშირად თვლიან ცივ და უგულო ადამიანებად.

მერწყული

მერწყულების მიზანთროპია ხშირად უხილავია, მაგრამ მათი მიდრეკილება, თავი წარმოაჩინონ სხვებზე უფრო ინტელექტუალად, ხშირად მათსა და სხვა ადამიანებს შორის დიდ ნაპრალს აჩენს. ისინი თვლიან, რომ ადამიანების უმრავლესობა ძალიან ჩამორჩება და არ შეესაბამება მათ სტანდარტებს და ამ მიზეზით, მერწყულები ირჩევენ სოციალური ნორმებისგან შორს მყოფ განმარტოვებულ ცხოვრებას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბავშვობის დროს მიღებული ანტიბიოტიკები ზრდის სიმსუქნის რისკს 20%-ით“ - რა ვითარებაა საქართველოში და როგორ უნდა დაიცვათ შვილები?

⭕„დღე წარმატებებითა და აღიარებით იქნება სავსე“ - 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕„ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ... ბევრი რამ მინანია, თუმცა, შეცდომები და ფსკერზე ჩასვლა გზრდის ადამიანს“ - აჩიკო ბერიძე