
2025 წლის მაისის ბოლო ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პლანეტა ერთდროულად ხელსაყრელ პოზიციაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ, ზოგადად, ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი პერიოდი ელოდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები კი დადებით გავლენას განსაკუთრებით იგრძნობენ:
ვერძი
მაისის ბოლოს ენერგიისა და მოტივაციის მომატებას იგრძნობთ. ამ პერიოდში მოულოდნელი სიურპრიზი, სასარგებლო წინადადებები, კარიერული წინსვლა და პირად ცხოვრებაში იღბალი ნამდვილად გაგახარებთ. ყველაფერი, რაშიც ძალისხმევა ჩადეთ, სასურველ შედეგს გაჩვენებთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის ან ძველი ურთიერთობის აღდგენაზე იფიქროთ. გადადგით თამამი ნაბიჯები, ნუ შეგეშინდებათ სიახლეების და პასუხისმგებლობების აღების - წინ საკმაოდ საინტერესო პერიოდი გელოდებათ.
კურო
ეს თვე ბევრი სხვადასხვა მიმართულებით პროგრესს გპირდებათ. პლანეტა მერკური 10 მაისს თქვენს ნიშანში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი იდეები უფრო ნათელი გახდება, გეგმები კი უფრო ორგანიზებული. შესაძლოა, იმ საქმეში ნახოთ წარმატება, რაც ადრე დაიწყეთ, თუმცა გარკვეულ ეტაპზე განვითარებას ვეღარ ხედავდით. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური და თქვენთვის სასარგებლო პერიოდი გელოდებათ. ახლა შეგიძლიათ, ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი თამამად განახორციელოთ და ოცნებები აისრულოთ.
ტყუპები
ტყუპებს მაისის ბოლოს შთაგონებისა და მოტივაციის მომატება და მოულოდნელი შეხვედრების ეტაპი ექნებათ. პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში შემოდის. ამიტომაც, როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში დიდი წარმატება გელოდებათ. გექნებათ შანსი, საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ, ჩაერთოთ ახალ პროექტებში ან მიმდინარე საქმეში ნახოთ წარმატება. ნუ იტყვით უარს ახალ შეთავაზებასა და წინადადებაზე. თქვენი მთავარი ამოცანაა, ახალი პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ. სხვა მხრივ, თვის ბოლოსკენ ძალიან წარმატებული პერიოდი გელოდებათ.
მორიელი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისის ბოლოს პიროვნული ტრანსფორმაციის ეტაპი დადგება და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. შესაძლოა, კარიერულად დაწინაურდეთ, ან ახალ პროექტებში ჩაერთოთ. ურთიერთობებიც ბევრად უფრო სასიამოვნო და სტაბილური გახდება. მთავარი ამოცანაა, ძველი წყენა საბოლოოდ დაივიწყოთ და საკუთარ თავს განახლებული ეტაპის დაწყების უფლება მისცეთ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა: ნუ შეგეშინდებათ ახალი კარის გაღების, გადადგით ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯები და წარმატებაც არ დააყოვნებს.
მერწყული
მაისის ბოლოს მოტივაციის ახალ წყაროს აღმოაჩენთ და ენერგიის მომატებასაც იგრძნობთ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ თქვენი ოცნების საქმე დაიწყოთ ან საბოლოოდ მიუბრუნდეთ იმ საქმეს, რომელიც უკვე რამდენჯერმე გადადეთ. ფინანსური თვალსაზრისითაც საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. ასევე, შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო დღეებს შემოიტანენ. ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯები ცვლილებებისკენ. ნუ შეგეშინდებათ საპასუხისმგებლო, ერთი შეხედვით, დიდი და ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge