Digest Logo

🎥 „რომ გაარჩიო რომელი ტიპის დაღლილობა გჭირს, არსებობს მარტივი ტესტი...“ - კოტე თოდუა ფსიქოლოგიურ და სხეულებრივ დაღლილობაზე საუბრობს

1747216629
კოტე თოდუა

ვინ არ დაღლილა მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან თუნდაც ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ. ასეთი დაღლილობა ყველასთვის ნაცნობია. ამ დროს ვიცით, რამ დაგვღალა და ისიც ვიცით, რომ ჩვენი წამალი კარგი გამოძინებაა, რის შემდეგაც თავს ჩიტივით მსუბუქად ვიგრძნობთ. მაგრამ არსებობს სხვა დაღლილობაც – მედიცინაში ამ სიტყვას არაერთი დაავადების სიმპტომების ჩამონათვალში შეხვდებით და ის არა მხოლოდ ფიზიკურ გადაღლას, არამედ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ მოთენთილობასა და გამოფიტულობას გულისხმობს. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი, მჯდომარე, პასიური ცხოვრება... უამრავი რამ მუშაობს დაღლილობის სასარგებლოდ. თუ ამ ფაქტორების აღმოფხვრამ დაღლილობა არ გააქრო, შესაძლოა, მის მიღმა რომელიმე დაავადება იმალებოდეს.

სამედიცინო განმარტებით, დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-დან 6 თვემდე ან უფრო მეტხანს – ქრონიკული. დაღლილობა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციობას და აქვეითებს მისი ცხოვრების ხარისხს.

როგორ ვუმკურნალოთ ყოველდღიურ დაღლილობას და როგორ მივხვდეთ ზემოთ აღნიშნული პრობლემა ტვინიდანაა გამოწვეული თუ სხეულიდან - აღნიშნულ თემაზე იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა საკუთარ „იუთუბის“ არხზე საუბრობს:

„ჩვენ ყველას გვაქვს ცხოვრებაში ეპიზოდები, როცა თავს დაღლილად გრძნობ, ამაში არ იგულისხმება ის, რომ ბევრი საქმე გააკეთე, დაიღალე, დაისვენე და მერე კარგად ხარ. აქ იგულისხმება მიუხედავად დასვენებისა, მაინც დაღლილი ხარ, სუსტად, უენერგიოდ, უემოციოდ ხარ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ კუნთები ისეთი დაღლილია საქმეს ვერ აკეთებ, სურვილის მიუხედავად. 

რა იწვევს დაღლილობას და როგორ ვიმკურნალოთ?

 მარტო არ ხარ, ბევრ ადამიანს აქვს. პრობლემა შეიძლება იყოს ორნაირი: ტვინში და სხეულში.

ტვინში დაღლილობა ფსიქოლოგიურია, სხეულში დაღლა კი რეალური დაავადებითაა გამოწვეული. 

რომ გაარჩიო რომელი ტიპის დაღლილობა გჭირს, არსებობს მარტივი ტესტი, რომ შენს თავს ჰკითხო: 

ეს დაღლილობა იცვლება თუ არა იმის მიხედვით, რა დროს არის და რა გარემოში ხარ. მაგალითად: თუ სახლში მარტო ხარ, ძალიან დაღლილი, უცებ მოგაკითხა მეგობარმა და გახდი კარგად, ესე იგი ეს არის ფსიქოლოგიური მიზეზით გამოწვეული.

თუ გაიღვიძე დაღლილმა, გულს ვერ უდებ ვერაფერს, ესეც ძირითადად ფსიქოლოგიური დაღლილობაა“, - ამბობს კოტე თოდუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ, დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

„ორის თავი ჩანდა, ერთი წყალმა წაიღო... სკოლის ამხანაგები არიან“ - რას ჰყვებიან თვითმხილველები მტკვარში გადავარდნის შემთხვევაზე

🎥 როგორ მოიქცეთ ექიმთან მისვლამდე თუ გაზების ჭარბად დაგროვება გაწუხებთ - გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუას რეკომენდაციები