
ტელეკომპანია „იმედის“ ახალგაზრდა, 23 წლის თანამშრომელი შაკო ნათენაძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
როგორც კოლეგები ამბობენ, გარდაცვლილი საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს.
დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში კოლეგა, მეგობარი და მისი ძმა ემშვიდობება:
„აქაც მღეროდა თურმე შაკო, რანაირი საოცარი ბიჭი იყო…
გული ჩაგვწყვიტა ყველას“, - წერს ეკატერინა ფანგანი.
„შეხვედრამდე შაკო! არავის შერჩება ის არაამქვეყნიური სისასტიკე, რისთვისაც გაგიმეტეს!
დაგპირდი, რომ ჩემს გამომწერებს აუცილებლად გავაცნობდი შენს შემოქმედებას, თუმცა უკეთესი ვიდეოს გეგმა გქონდა - არ მჯერა, რომ ეს აღარასდროს მოხდება.
შეხვედრამდე მეგობარო!“, - წერს უჩა პირმისაშვილი.
„როცა სამუშაოდ წამსვლელებს დედა კამერით დაგვსდევს. ნათელი შენს ლამაზ სულს!
ღიმილა ბიჭი!
გასვენება ხვალ, 13:00 -ზე.
თბილისის ზღვის სასაფლაო“, - წერს ლაშა ნათენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: