Digest Logo

🎥 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მარტი ყველაზე წარმატებული იქნება - ნახეთ, მოხვდით თუ არა ჩამონათვალში?

1677744128
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა  მიმდინარე თვის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება.

👉„სამყარო გაძლევთ საშუალებას, რომ მიაღწიოთ ყველაზე დიდ წარმატებას წლის განმავლობაში“ - ვინ იქნება კვირის ფავორიტი

გარდა ამისა, მან ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელა, რომლებისთვისაც მარტი ყველაზე წარმატებული იქნება.

♈ვერძი

გექნებათ შესანიშნავი შანსი, რომ ფული მოგებიან საქმეში ჩადოთ, ან წამოიწყოთ ისეთი პროექტი, თუნდაც მცირე მასშტაბის, რომელიც სამომავლოდ დიდ წარმატებას მიაღწევს. გაზაფხულის პირველი თვე ბევრ სასიკეთო ცვლილებას გპირდებათ, ამიტომაც შანსი ხელიდან არ გაუშვათ და პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ.

♊ტყუპები

ბევრ ახალ შეთავაზებასა და წინადადებას მიიღებთ. ბიზნესის წარმატებით განვითარებასა და გაუმჯობესებას მოახერხებთ. არ შეგეშინდეთ გადაწყვეტილებების მიღების და საკუთარი ძალების გჯეროდეთ. 2023 წლის მარტი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება და ამიტომაც, დაიწყეთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ და ვერ ბედავდით. წარმატება თქვენ მხარეს იქნება.

♎სასწორი

მარტში გაჭიანურებული პრობლემების გადაჭრას შეძლებთ. ეს იქნება საქმე, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში უცდიდით და ახლა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. გაზაფხულის პირველი თვე თქვენთვის ბევრი პერსპექტიული შეთავაზებითა და საინტერესო წინადადებით იქნება სავსე, რითაც სამომავლოდ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სულ სამი ნაყოფი ესხა. დავკრიფე, მაგრამ ისე მშიოდა, ვერ მოვითმინე და ერთი იქვე შემომეჭამა. ის მეგობარი გარდაიცვალა და მას შემდეგ სულ მაწუხებს სინდისის ხმაო“ - რას იხსენებს ნანა აკობიძე გარდაცვლილ პედაგოგზე

🔵„მილუოკი“ სანდრო მამუკელაშვილს გუნდიდან უშვებს

🔵„რთული წარმოსადგენია „ნაპოლიმ“ უარი თქვას 120 მილიონიან შეთავაზებაზე, როდესაც ის მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა“ - Daily Mail