ტაროლოგიური პროგნოზი ოქტომბრისთვის - რომელ ნიშნებს ელოდებათ ფული, ცვლილებები და ახალი შესაძლებლობები?
კურო - „პენტაკლების პაჟი“.
კუროებისთვის ოქტომბერი ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდია. შესაძლოა ახალი ცოდნის მიღება ან უკვე არსებული უნარების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მოგეცეთ.
წარმატებისთვის მოთმინება და საქმისადმი ყურადღებაა საჭირო. საკუთარ განათლებასა და განვითარებაში ჩადებული რესურსი მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ.
ტყუპები - „იეროფანტი“.
ტყუპებს ოქტომბერში პროფესიული და სულიერი განვითარების სურვილი გაუძლიერდებათ. კარგი პერიოდია სწავლის დასაწყებად, საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გასაზიარებლად და პროფესიული ავტორიტეტის გასაძლიერებლად.
შესაძლოა მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღოთ, სამსახურში დაწინაურდეთ ან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, მათ შორის ქორწინებამდეც. თუ გადაწყვეტილებაში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის გამოცდილ ადამიანს მიმართეთ.
კირჩხიბი - „თასების ორი“.
კირჩხიბებისთვის ოქტომბრის მთავარი თემა პარტნიორობაა. ეს შეიძლება იყოს როგორც სასიყვარულო ურთიერთობა, ისე საქმიანი თანამშრომლობა.
შესაძლოა ახალ ადამიანთან შეხვედრა, ახალი პროექტის დაწყება ან ურთიერთობაში შეთანხმების მიღწევა. თუ ვინმესთან შერიგება ან ძველი კონტაქტის აღდგენა გინდოდათ, ამისთვის კარგი პერიოდია. მთავარია, ურთიერთობაში ბალანსი შეინარჩუნოთ.
ლომი - „განდეგილი“.
ლომებს ოქტომბერი საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრებისკენ უბიძგებს. შესაძლოა საკუთარ თავს ჰკითხოთ - სად მიდიხართ და რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი.
ეს კარგი პერიოდია თვითშემეცნებისთვის, სიმშვიდისა და საკუთარ თავთან დარჩენისთვის. დროებითი განმარტოება დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ სურვილებში და შემდეგ უფრო მკაფიოდ გააგრძელოთ გზა.
ქალწული - „პენტაკლების ათიანი“.
ქალწულებს ოქტომბერი ფინანსურ სტაბილურობასა და ურთიერთობებში ჰარმონიას ჰპირდება. კარგი პერიოდია ოჯახური ღონისძიებებისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენებისა და ერთობლივი საქმიანობის შედეგების შეჯამებისთვის.
წარმატებაში თქვენი ახლობლებისა და გუნდის წვლილიც მნიშვნელოვანია. ტაროს რჩევაა, დააფასოთ გარშემომყოფები და გამოიყენოთ უკვე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.
სასწორი - „ხმლების რაინდი“.
სასწორებისთვის ოქტომბერი აქტიური და დინამიკური იქნება, თუმცა კონფლიქტების რისკიც გაიზრდება. შესაძლოა მიზნის მისაღწევად ძალიან სწრაფად მოქმედების სურვილი გაგიჩნდეთ.
ტაროს რჩევაა, გადაწყვეტილებებს იმპულსურად ნუ მიიღებთ. თქვენი პოზიციის დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიტყვებსა და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციეთ, რათა გარშემომყოფებთან დაპირისპირება არ გამოიწვიოთ.
მორიელი - „თასების ექვსიანი“.
მორიელებისთვის ოქტომბერი წარსულთან დაკავშირებული სასიამოვნო შეხვედრებისა და მოგონებების პერიოდია. შესაძლოა შეხვდეთ ოჯახის წევრებს, ძველ მეგობრებს ან თანაკლასელებს, ან მშობლიურ ადგილებში იმოგზაუროთ.
ნოსტალგიას ამჯერად შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს. კარგი ენერგიის წყარო იქნება შემოქმედება, ბავშვებთან ურთიერთობა და იმ ძველი სურვილების გახსენება, რომელთა შესრულებაც ჯერ კიდევ გინდათ.
მშვილდოსანი - „სამართლიანობა“.
მშვილდოსნებს ოქტომბერში საკუთარი წარსული გადაწყვეტილებების შედეგებთან შეხვედრა მოუწევთ. შესაძლოა გაირკვეს, რამდენად სწორი იყო ადრე გადადგმული ნაბიჯები.
აქტუალური გახდება დოკუმენტები, ოფიციალური პროცედურები, შემოწმებები ან იურიდიული საკითხები. პირად ცხოვრებაში კი შესაძლოა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმების, მათ შორის ქორწინების შესაძლებლობა გაჩნდეს. მთავარი რჩევაა - იყავით გულწრფელი როგორც ადამიანებთან, ისე ოფიციალურ საკითხებში.
თხის რქა - „თასების პაჟი“.
თხის რქებს ოქტომბერი სასიამოვნო ცვლილებებს მოუტანს. ეს შეიძლება იყოს სასურველი საჩუქარი, ოცნების ასრულება, კარგი სიახლე ან მოულოდნელი დახმარება.
მარტოხელა თხის რქებს ახალი სიყვარულის შეხვედრა ელოდებათ, ურთიერთობაში მყოფებს კი შესაძლოა გრძნობების ახალი ტალღა დაეუფლოთ. თუმცა ზედმეტი იდეალიზებისგან თავი შეიკავეთ და ყველაფერს სიტყვაზე ნუ დაიჯერებთ.
მერწყული - „კოშკი“.
მერწყულებისთვის ოქტომბერი მოულოდნელობებით სავსე შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლოა ისეთი რამ შეიცვალოს, რაც აქამდე მყარ და საიმედო საფუძვლად მიგაჩნდათ.
ტაროს მიხედვით, ამ პერიოდში შესაძლოა ძველი ილუზიები და მცდარი მიზნები დაინგრეს. თუ ცვლილება გარდაუვალია, უმჯობესია მას წინააღმდეგობა არ გაუწიოთ და ახალი ეტაპისკენ გადასვლის შესაძლებლობად აღიქვათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ტექნიკასთან და, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოერიდეთ მოგზაურობას.
თევზები - „პენტაკლების ტუზი“.
თევზებისთვის ოქტომბერი შესაძლებლობების თვეა. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი საქმის დაწყების შანსი, ფინანსური სარგებელი, საჩუქარი ან მომგებიანი საქმიანი წინადადება.
ტაროს მიხედვით, შესაძლებელია წარმატებული ინვესტიციებიც და მნიშვნელოვანი შენაძენებიც. მთავარი იქნება, დროულად შეამჩნიოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს წინაშე გამოჩნდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სუბიექტური და ობიექტური სიმართლე: რას ხედავს ჩვენი „ფილტრი“ და რა ხდება რეალურად?
⭕რა მოხდება თუ ერთმანეთს ყოველდღე დავაფასებთ? - ფსიქოლოგის განმარტება