Digest Logo

🎥 რატომ უჭირთ წარმატებულ ქალებს პირად ურთიერთობებში? - „კაცი უბრალოდ ვერ ხედავს სიგნალს, რომ მისი მოახლოება საინტერესო და სასურველია“

1791395478
ნინი ჭაჭია ნინი ჭაჭია

რატომ შეიძლება ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული ქალი თვეების განმავლობაში პაემანზეც კი არავინ დაპატიჟოს? 

არა იმიტომ, რომ კაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ, ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი და უნივერსალური პასუხი არ არის. 

კარიერული წარმატება და ურთიერთობების უნარი ერთი და იგივე არ არის. შეიძლება ძალიან კარგად მართავდე კომპანიას, იღებდე რთულ გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებლად აგვარებდე ყველა პრობლემას, მაგრამ გიჭირდეს ყველაზე მარტივი რამის ჩვენება:

მომწონხარ და შეგიძლია მომიახლოვდე.

წარმატებულ ქალებს ხშირად წლების განმავლობაში ასწავლიდნენ, რომ არავინ უნდა დასჭირვებოდათ, სისუსტე არ უნდა ეჩვენებინათ და ინიციატივის გამოვლენით თავი არ უნდა დაემცირებინათ. აი, აქ იმალება პრობლემაც.

შეიძლება ქალი დაინტერესებული იყოს, მაგრამ გარედან იმდენად ჩაკეტილი და მკაცრი ჩანდეს, ვერავინ ვერ მიუახლოვდეს. კაცი კი ყოველთვის შიშის გამო არ იხევს უკან, ზოგჯერ უბრალოდ ვერ ხედავს სიგნალს, რომ მისი მოახლოება საინტერესო და სასურველია.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სუბიექტური და ობიექტური სიმართლე: რას ხედავს ჩვენი „ფილტრი“ და რა ხდება რეალურად?

⭕რა მოხდება თუ ერთმანეთს ყოველდღე დავაფასებთ? - ფსიქოლოგის განმარტება

🎥 „პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილის კომენტარი გამარჯვების შემდეგ

✕