Digest Logo

ადამიანები, რომლებიც მოწევას თავს ანებებენ, მეტი ფულის გამომუშავებას იწყებენ - კვლევა

1736932309
მოწევა

ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი მწეველ ადამიანებსა და მათ შემოსავალს შორის.

ყოველ წელს მწეველების შემოსავალი 1,8%-ით მცირდება, - ნათქვამია ფინელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nicotine & Tobacco Research-შია (NTR) გამოქვეყნებული.

მოწევის ნეგატიური შედეგები ყველასთვის ცნობილია - სიმსივნის გაჩენის რისკი, რესპირატორული პრობლემები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ ყველაფერთან ერთად, მოწევის გამო ადამიანები ნაკლებ წარმატებულები ხდებიან შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით კი ფიზიკურად მძიმე სამუშაოებზე, აღნიშნავენ ფინელი მეცნიერები.

მეცნიერებმა კვლევა 24-39 წლის ადამიანებზე ჩაატარა ფინეთის ხუთ სხვადასხვა რეგიონში. ფინელი მეცნიერების აზრით, მოწევისთვის თავის დანებებამ ან თამბაქოს მოხმარების შემცირებამ ადამიანის შემოსავალი 9%-მდე შეიძლება გაზარდოს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბუნებრივი და გამორჩეული გოგო ხარ“ - როგორ გამოიყურება 9 თვის ორსული ლიზა ჩიჩუა?

🎥 „ხახვი, ნიორი და წიწაკა იწვევს თავის კანის გაღიზიანებას“ - რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თმა და როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა? - რჩევები ნინო სანოძისგან

⭕2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5.1 მილიონს მიაღწია