მოდის სამყაროს საკულტო ფიგურა ადრიანა ლიმა, რომელიც თითქმის ოცი წელია არ კარგავს თავის გავლენასა და მიმზიდველობას, Vogue Türkiye-ს 2026 წლის ნოემბრის ნომრის ყდას ამშვენებს.
ცნობილი სუპერმოდელი, რომელიც პირველად 2014 წლის მაისში, კორაი ბირანდის ობიექტივში მოხვდა ჟურნალის ყდისთვის, თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ ამჯერად ნიუ-იორკში, იულია გორბაჩენკოს ფოტოაპარატითა და დემნას გუჩის (Gucci) სამოსით გამოჩნდა.
Vogue Türkiye-ს მთავარი რედაქტორი ზეინებ აკდოღანი აღნიშნავს, რომ ლიმას მარადიული ხიბლი შესანიშნავად ერწყმის გუჩის ახალი ეპოქის თამამ და პროვოკაციულ ესთეტიკას.
Vogue Türkiye-ს 2026 წლის ნოემბრის ნომერი, გარდა გამორჩეული ყდისა, მკითხველს მოდის, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით ვრცელ და მრავალფეროვან მასალებს სთავაზობს.
ნახეთ, მოდელის შთამბეჭდავი ფოტოები:📸





⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე