Digest Logo

ალენ დელონის ოჯახმა უარი თქვა მისი 10 წლის ძაღლის „დაძინებასა“ და მსახიობის გვერდით დაკრძალვაზე - The guardian

1724228731
 ალენ დელონი

The guardian-ის ინფორმაციით, 88 წლის ასაკში გარდაცვლილი ფრანგი კინოვარსკვლავის, ალენ დელონის უკანასკნელი სურვილი იყო, მისი 10 წლის ბელგიური მალინუა, სახელად ლუბო სასიკვდილო ინიექციით გაეთიშათ და მის გვერდით დაეკრძალათ.

როგორც გამოცემა წერს, ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტის შემდეგ, ალენ დელონის ოჯახმა მისი ანდერძის აღსრულებაზე უარი თქვა.

„სამშაბათს, მას შემდეგ რაც აქტივისტებმა შეშფოთება გამოთქვეს ჯანმრთელი ძაღლის „დაძინების“ პერსპექტივის გამო და ძაღლისთვის ახალი თავშესაფრის პოვნის ინიციატივით გამოვიდნენ, ცნობილი გახდა, რომ ლუბო იცოცხლებს“, - წერს The guardian.

არსებული ინფორმაციით, ბრიჟიტ ბარდოს ფონდს ალენ დელონის ქალიშვილმა დაუდასტურა, რომ ოჯახი ძაღლს დაიტოვებდა.

„ახლახან დამირეკა ანუშკა დელონმა და მითხრა, რომ ლუბო ოჯახის ნაწილია და მას დაიტოვებენ. ძაღლს არ დააძინებენ“, - განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა. 

როგორც The guardian აღნიშნავს, საფრანგეთში არ არსებობს კანონი, რომელიც მფლობელს ძაღლის „დაძინებას“ აუკრძალავს, თუმცა, ცალკეული ვეტერინარები თავად წყვეტენ, შეუსრულონ თუ არა მეპატრონეს ეს სურვილი.

ცნობისთვის, ალენ დელონი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ათობით ძაღლს პატრონობდა და სიკვდილის შემდეგ, თითოეულ მათგან პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საკუთარი სახლის ტერიტორიაზე მარხავდა. მსახიობს ძაღლების სასაფლაოზე, სადაც დაახლოებით 35 ცხოველის ნეშტია დამარხული, სამლოცველოც ჰქონდა მოწყობილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა“ - ლევან მაჭავარიანი

⭕WHO: მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის

⭕„უამრავი ფიქრის დრო მქონდა შვებულების დროს, ბევრ რამეს მივხვდი, ბევრი რამე გავიგე თავიდან და ბევრი რამ ვისწავლე...“ - გიორგი ჯაჯანიძე