ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი, რომელიც ცნობილია ფილმებით „ნათლია“ (1972) და „აპოკალიფსი ახლა“ (1979), 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალი Variety იტყობინება.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა მეუღლემ Facebook-ზე გამოაცხადა.
დიუვალი იყო „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი საუკეთესო როლისთვის ფილმში „ნაზი გულმოწყალება“ (1983), ასევე ამ ჯილდოს ექვსგზის ნომინანტი. ჟურნალი აღნიშნავს, რომ მსახიობის ბოლო ნამუშევარი იყო როლი ფილმში „ფერმკრთალი ლურჯი თვალები“ (2022).
მთლიანობაში, თავისი 73-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში, დიუვალმა 240-ზე მეტ ფილმში ითამაშა. სამსახიობო ოსტატობის გარდა, დიუვალი ასევე ეწეოდა სარეჟისორო და საპროდიუსერო საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕5 მითი მერწყულის ნიშანზე - „უცნაური და დამოუკიდებელია, არ ეწყობა სხვის წესებს“